ნია ვაშაკიძე არის ბადიბილდინგისა და ფიტნესის ტრენერი, საქართველოს IFBB ნაციონალური მსაჯი და 2021 წლის საქართველოს IFBB ,, სპორტული თამაშები”მონაწილე.
იგი ამ სფეროში უკვე დიდი ხანია მოღვაწეობს, თუმცა თავიდან საკუთარი თავის დასამკვიდრებლად ბრძოლა უწევდა, რადგან დაახლოებით 10 წლის წინ ამ სფეროში ცოტა ქალი იყო. იგი ვიდეოში საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს და მოუწოდებს ქალებს, რომ უფრო და უფრო მეტნი ჩაერთონ ამ სფეროში.
ვიდეოზე მუშაობდნენ მაშიკო გიორგობიანი და ნინი ვანიშვილი.