ფოტო: გიორგი გოგუა

მოსახლეობა ყველაზე დიდი პოლიტიკური (90%) და ეკონომიკური (83%) საფრთხის მომტან ქვეყნად რუსეთს ასახელებს — IRI-ს კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით მოქალაქეებს ეკონომიკური პრობლემები, პოლიტიკური პოლარიზაცია და ამავდროულად, რუსეთისგან მომავალი გაზრდილი საფრთხეები აწუხებთ.

კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტის სახელით 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში ჩატარდა. მონაცემები პირისპირი ინტერვიუს მეთოდით არის შეგროვებული და მასში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1486-მა რესპონდენტმა მიიღო.

სტივენ ნიქსმა, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის წარმომადგენლობის დირექტორმა, განაცხადა:

„საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეკონომიკური მდგომარეობა კვლავაც რჩება ყველაზე მთავარ გამოწვევად. კვლევა აჩვენებს, რომ უმუშევრობისა და გაძვირებული ცხოვრების შედეგად გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო“

 

ახალი კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მკვეთრად ან ნაწილობრივ გაუარესდა. გამოკითხულთა მხოლოდ 1% ამბობს, რომ მდგომარეობა მკვეთრად არის გაუმჯობესებული, 5% მიიჩნევს, რომ მდგომარეობა ნაწილობრივ გაუმჯობესდა, 18% ცვლილებას ვერ ამჩნევს და ამბობს, რომ იგივე დარჩა, 31%-სთვის მდგომარეობა ნაწილობრივაა გაუარესებული, ხოლო 45%-სთვის მკვეთრად გაუარესდა.

უმუშევრობასა და მაღალ ფასებს მოსახლეობის უმეტესობა უმნიშვნელოვანეს პრობლემად ასახელებს. ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად უმუშევრობა 40%-მა დაასახელა, მაღალი ფასები – 18%-მა. მეორე ადგილზე ეს პრობლემები 59%-მა (უმუშევრობა) და 45%-მა (მაღალი ფასები) აირჩია.

ომი და სიღარიბე პირველ არჩევანად გამოკითხულთა 8-8%-მა მიუთითა, 9%-მა სხვა აირჩია, ხოლო მეორე არჩევანის შემთხვევაში, 16%, 20% და 18% დაფიქსირდა.

რაც შეეხება ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორებს, ამ შემთხვევაში, მოქალაქეებს რამდენიმე პასუხის გაცემის შესაძლებლობა ჰქონდათ და პროცენტულობა ასე გადანაწილდა: ევროკავშირი – 54%, აშშ – 53% და უკრაინა – 45%.

საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორების შემთხვევაში: ევროკავშირი – 45%, აშშ – 42%, თურქეთი და უკრაინა – 32-32%.

მოსახლეობა ყველაზე დიდი პოლიტიკური (90%) და ეკონომიკური (83%) საფრთხის მომტან ქვეყნად რუსეთს ასახელებს. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთთან დიალოგის გაღრმავების მოწინააღმდეგეთა რიცხვმა ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად იკლო და წელს დიალოგის მხარდაჭერების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (34%) დაფიქსირდა. 2022 წლის მონაცემებით, რუსეთთან დიალოგის გაღრმავებას მკაცრად ეწინააღმდეგება მოსახლეობის 25%, გარკვეულწილად მხარს უჭერს – 28% და 11% გარკვეულწილად ეწინააღმდეგება.

ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის 88%, ხოლო NATO-ში გაწევრიანებას 74% უჭერს მხარს. საზოგადოების 43% მიიჩნევს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ეკონომიკას გააძლიერებს, 28%-ის აზრით, მასში გაწევრიანება პოლიტიკურ არასტაბილურობას გამოიწვევს. რაც შეეხება NATO-ს, 31% ფიქრობს, რომ ალიანსში გაწევრიანება ქვეყანაში უსაფრთხოებას გაზრდის, ხოლო 32%-ის აზრით, NATO-ში შესვლისათვის ყველაზე დიდ დაბრკოლებას რუსეთი წარმოადგენს.

კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს – ამ კითხვის შედეგები პარტიების მიხედვით ასე გადანაწილდა: ქართული ოცნება – 31%, ენმ – 16%, საქართველოსთვის – 4%, დროა – 2%.

ოპოზიციის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნას მოსახლეობის 30% სრულად, ნაწილობრივ კი – 19% უჭერს მხარს. ნაწილობრივ წინააღმდეგი 11%, ხოლო 25% სრულად წინააღმდეგია. გამოკითხულთა 60%-ს მომავალ არჩევნებში ახალი პოლიტიკური პარტიების ნახვა სურს.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის ყველაზე მაღალი მოწონება ილია მეორეს (92%), კახა კალაძეს (53%), სალომე ზურაბიშვილს (52%) აქვთ. მეოთხე და მეხუთე ადგილებს ირაკლი ღარიბაშვილი (47%) და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია (44%) იკავებენ.


 

კვლევის მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64%. კვლევა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით განხორციელდა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

წინა

12 ქვიარ გამომგონებელი, მეცნიერი და ინოვატორი, რომლებმაც შეცვალეს სამყარო 

შემდეგი

მეგან ფოქსი 10 წლის ვაჟს, რომელსაც კაბების ჩაცმა უყვარს, მხარს უჭერს

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი