მეგან ფოქსი 10 წლის ვაჟს, რომელსაც კაბების ჩაცმა უყვარს, მხარს უჭერს

ამერიკელი მსახიობი მეგან ფოქსი Glamour UK-ის გარეკანზე აღმოჩნდა. ჟურნალთან მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა ჰოლივუდზე, პირად ცხოვრებაზე, ფემინიზმსა და დედობრივ გამოცდილებაზე ისაუბრა.

სამი შვილის დედა ინტერვიუში ბავშვების აღზრდის თემასაც შეეხო და თქვა, რომ ის ძალიან ამაყი მშობელია 10 წლის ნოასი, რომელსაც კაბების ჩაცმა უყვარს.

„ნოამ კაბების ჩაცმა 2 წლის ასაკში დაიწყო და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ისეთი წიგნებით მომემარაგებინა, რომლებიც ამ თემებს ეხებოდა. ზოგი წიგნი ტრანსგენდერი ბავშვების დაწერილია, ზოგი უბრალოდ იმას ეხება, თუ როგორ შეიძლება იყო ბიჭი და ჩაიცვა გოგოს კაბები, რომ საკუთარი თავის გამოხატვა ტანსაცმლით ზუსტად ისე შეგიძლია, როგორც გსურს“, – თქვა მსახიობმა ინტერვიუში.

„ტანსაცმელის არჩევა არანაირად არ არის კავშირში ჩვენს სექსუალობასთან, ვცდილობ, ეს ინფორმაცია ადრეული ასაკიდან მივაწოდო, არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ის უცნაური, განსხვავებული და უცხოა”.

ფოქსმა ასევე თქვა, რომ მას სურს, დაიცვას თავისი შვილი, თუმცა აცნობიერებს, რომ ყველაფერს ვერ გააკონტროლებს. „მე ვერ გავაკონტროლებ იმას, თუ რას ფიქრობენ სხვები ჩემს შვილებზე. ვერ გავაკონტროლებ სხვა ბავშვებს, რომელთან ერთადაც ჩემი შვილები დადიან სკოლაში, ვერ გავაკონტროლებ იმას, თუ რას ასწავლიან ამ ბავშვებს და რას იმეორებენ ამ ნასწავლიდან“.

თუმცა, ამის მიუხედავად, მსახიობი ცდილობს, მაქსიმალურად აარიდოს ყველანაირი საფრთხე თავის შვილებს და მოამზადოს სამყაროსთვის და ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრების გზაზე შეხვდებათ – „ჩემი შვილი ძალიან მამაცია და ვიცი, რომ ამ ყველაფერს აქვს მიზეზი, თუმცა დედისთვის მაინც რთულია ეს პროცესი“.

მეგან ფოქსი ამერიკელი მსახიობია, რომელიც 2001 წლიდან ჩანს ეკრანებზე. მსახიობის შესრულებით მაყურებელმა არაერთი დასამახსოვრებელი როლი ნახა.

წინა

მოსახლეობა ყველაზე დიდი პოლიტიკური (90%) და ეკონომიკური (83%) საფრთხის მომტან ქვეყნად რუსეთს ასახელებს — IRI-ს კვლევა

შემდეგი

შოტლანდიაში ახალგაზრდა ქვიარები ნაკლებად ბედნიერად გრძნობენ თავს, ვიდრე 5 წლის წინ — კვლევა

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების