კიმ ჩი რუპოლის შოუს ერთ-ერთი წარმატებული და პოპულარული დრეგ ქუინია, რომელსაც შოუს მიღმა აქვს კულინარიული ვლოგი და საკუთარი კოსმეტიკის ხაზი. ის წარმოშობით კორეელია და როგორც ამბობს, კორეული კულტურის ინტეგრირება ქვიარ ღამის ცხოვრებაში მისთვის მნიშვნელოვანია. კიმ ჩი ხშირად ასრულებს კორეულ სიმღერებს სხვადასხვა კლუბში, რუპოლის შოუს მერვე სეზონის ფინალში კი მან თავისი საკულტო სიმღერა “Fat Fem and Asian” შეასრულა.
კიმ ჩიმ დრეგ შოუში მონაწილეობა პირველად 25 წლის ასაკში მიიღო. მონაწილეობაზე ის საუკეთესო მეგობარმა დაიყოლია. შოუზე კიმი მინი მაუსით შთაგონებული კოსტიუმით და სხვა სახელით წარდგა. დრეგ კულტურაში აქტიური შესვლა კი მისთვის სურეალური გამოცდილება იყო, სავსე ახალი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით.
კიმი ხშირად საუბრობს აზიელი ქვიარების დისკრიმინაციაზე ლგბტქი სივცეებში, იქნება ეს სხვადასხვა კლუბები თუ გეი აპლიკაციები. ხშირად მათი წარმოშობის გამო აზიელ ქვიარებს არ აქვთ მიკუთვნებულობის განცდა, რაც ზრდის დისტრესსა და შფოთვას.
ამჟამად დრეგ ქუინი აპირებს განავითაროს თავისი კოსმეტიკური ხაზი და იყოს ინკლუზიური. პარალელურად, მისი კულინარიული ვლოგი ტიკტოკზე მეტად პოპულარული ხდება.
@kimchieats