ტონი ატკინსი (Toni Atkins) შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში კიდევ ერთხელ შევიდეს, ახლა უკვე როგორც კალიფორნიის შტატის გუბერნატორი.
ატკინსს კალიფორნიის გუბერნატორის მოვალეობების შესრულება 2014 წლიდან რამდენჯერმე მოუხდა. ამ როლში ატკინსმა რამდენიმე კანონპროექტს მოაწერა ხელი და იხუმრა კიდეც რომ მოხარულია გუბერნატორის ადგილი დაიკავოს თუმცა უკეთესი ვარიენტებიც გააჩნია.
Associated Press-თან ინტერვიუში ატიკნსმა განაცხადა, რომ მისთვის საინტერესოა ასეთი შესაძლებლობის განხილვა.
ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და ეკონომიკური განვითარების მიხედვით მსოფლიოს მასშტაბით მე-5 ადგილზე მყოფ შტატში გუბერნატორის პოსტისთვის ბრძოლა არ იქნება მარტივი. კალიფორნიის ამომრჩევლებს აქამდე გუბერნატორის პოსტზე არ აურჩევიათ ქალი და ღიად ლგბტქი ადამიანი. ამასთან დემოკრატიული პარტიიდან საკმაოდ ბევრი კანდიდატი აპირებს არჩევნებში მონაწილეობას.
მიუხედავად ამისა, ატკინსს საკუთარი გამოცდილების იმედი აქვს. ის წარსულში ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ქალაქის სან-დიეგოს მერის მოვალეობებსაც ასრულებდა.