რამდენიმე დღის წინ GLAAD-ის სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოქროს გლობუსის მფლობელ და ემის ნომინანტ ტრანსგენდერ მსახიობს, ემჯეი როდრიგესს, 2 აპრილს, GLAAD-ის მედია დაჯიდოებაზე, სტივენ ფ. კოლზაკის საპატიო პრიზი გადაეცემა.
პრიზი ყოველწლიურად გაიცემა ლგბტქი ადამიანებზე, რომლებიც ხელს უწყობენ ქვიარ მიმღებლობის გაზრდას საზოგადოებაში. პრეს რელიზის მიხედვით, პრიზს სახელი ლეგენდარული ამერიკელი კასტინგის მენეჯერის პატივსაცემად დაერქვა, რომელიც გასულ საუკუნეში, შიდსის პანდემიის დროს, ცდილობდა, ხელი შეეწყო ლგბტქი ადამიანების წარმატებას ჰოლივუდში.
აქამდე ეს საპატიო ტიტული გადაეცათ ლავერნ კოქსს, ჯიმ პარსონს, უანდა საიკის, ტროი სივანს, რუბი როუზს და ა.შ.
ემჯეი როდრიგესი ცნობილია თავისი შესრულებული როლით სერიალში – POSE, სადაც ის ბლანკა ევანგელისტას, აივ-დადებითი ქალის როლს ასრულებს, რომელიც 80-იანი წლების ნიუ-იორკში ცხოვრობს.
რაიან მერფის გახმაურებულ სერიალში გამოჩენამდე, ტრანსგენდერი მსახიობი ამერიკის სხვადასხვა თეატრის სცენაზე თამაშობდა.
GLAAD ამერიკული პრემიაა, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა იმ მედია და კინოპროდუქტს, რომელიც საუკეთესოდ ასახავს ლგბტქი ადამიანების გამოწვევებსა და გამოცდილებას. პრემია 1990 წელს დაარსდა.