Today/Youtube

გეი წყვილმა ერთი ოჯახიდან ექვსივე ბავშვი იშვილა

სტივ და რობ ანდერსონ-მაქლინებმა, გეი წყვილმა პენსილვანიიდან, 2019 წლის 23 მაისს შვილად ექვსი დედმამიშვილი აიყვანა, რათა ისინი ერთმანეთისგან არ დაეშორებინათ.

წყვილი 2013 წელს დაქორწინდა, წინა ქორწინებიდან მათ უკვე ჰყავდათ ორი შვილი – პარკერი და ნოა, თუმცა ორივეს დიდი ოჯახის ყოლა სურდა, ამიტომ ბავშვების შვილად აყვანა გადაწყვიტეს. კვლევის დროს აღმოაჩინეს, რომ მინდობით აღზრდის სისტემაში და-ძმებს ხშირად აშორებენ ერთმანეთს.

თავიდან წყვილი ორი-სამი მოზარდის შვილად აყვანას ფიქრობდა, თუმცა როდესაც ვებგვერდზე ექვსი და-ძმა – კარლოსი, გვადალუპე, მარია, სელენა, ნასა და მაქსი – იპოვეს, სტივმა და რობმა იცოდნენ, რომ მათთვის კარგი აღზრდისა და უკეთესი ცხოვრების მიცემა შეეძლოთ.

„ჩვენ მაშინვე შეგვიყვარდა ისინი.“ – იხსენებს სტივი.

„ვიტყოდი, რომ ჩვენმა შვილებმა დიდი სიგიჟე შემოიტანეს ჩვენს ცხოვრებაში.“ – ამბობს რობი.

წყვილმა ბავშვები 2018 წლის ივნისში გაიცნო და მომდევნო თვეში უკვე ერთად ცხოვრებაც დაიწყეს. მათ შორის კავშირი თავიდანვე გაჩნდა და და-ძმებს დიდი დრო არ დასჭირდათ, ეკითხათ, შეეძლოთ თუ არა სამუდამოდ დარჩენა. მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა, სტივმა და რობმა შეასრულეს პირობა და მომდევნო წელს ექვსივე მოზარდი იშვილეს.

 

წყარო: advocate.com

წინა

მთავრობის ადმინისტრაციასთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

შემდეგი

ლგბტქი პერსონაჟების სატელევიზიო რეპრეზენტაციამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია – GLAAD

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების