//

ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ

ტაბულას რედაქტორის, ცისია კირვალიძის ინფორმაციით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ.

მისი ინფორმაციით, კაცმა ბერძენიშვილს კვერცხები ესროლა და მოღალატე ეძახა.

“5 წუთის წინ ჭავჭავაძეზე ჩემ თვალწინ დაესხნენ თავს ლევან ბერძენიშვილს – ახალგაზრდა ბიჭმა კვერცხები ესროლა და მოღალატე ეძახა ამას ახალისებს ქართული ოცნება თავისი მართული ბნელებით და ყველა იმ ადამიანით, ვისაც ჰგონია, რომ ერეკლე მეფე უნდა დაიცვას ბერძენიშვილისგან. ძალიან შემრცხვა”, – წერს კირვალიძე.

ბერძენიშვილი მთავარ არხთან ამბობს, რომ ხელისუფლების ბრძანებაა, ყოველ დღე სხვადასხვა ადამიანს დაესხან თავს.

“თავდამსხმელი ახალგაზრდა კაცი იყო. დაიწყო გამოსვლა: მოღალატე, ერეკლე, რა თქმა უნდა, მერე დედის გინება. მე არ ვჩერდებოდი, მაგრამ მოქალაქე მეუბნებოდა, რომ უნდა გავჩერდე, მოვუსმინო ერეკლეს ამ მცველს. ლექსიკის მიხედვით, იერის მიხედვით და ა.შ. ძალიან მოუმზადებელი კადრი იყო. მერე კვერცხიც აღმოაჩნდა ჯიბეში, ისიც ისროლა, ამაცილა. მე რა შემიძლია ვუთხრა აღშფოთებულ მოქალაქეებს – ივარჯიშეთ, კვერცხი სროლაც საქმეა, მაგასაც ოსტატობა სჭირდება.

ეს არ დამთავრდება. ხელისუფლებას მიცემული აქვს ბრძანება, რომ ყოველ დღე რაღაც უნდა მოხდეს. იყო ზურა გირჩი, ახლა იყო ლევან ბერძენიშვილი, მერე სხვა და ჩვენ რომელიღაც ირაკლი კობახიძე გვეტყვის, რომ ეს არის აღშფოთებული მოქალაქე. ეს მოქალაქე იყო ბიძინა ივანიშვილის კრებითი სახე. სხვათა შორის, მეტყველებდა, ზუსტად ისე, როგორც ჩვენი ბიძინა, ამანაც ლაპარაკი არ იცოდა, დედის გინება იცოდა კარგად”, – თქვა ბერძენიშვილმა.

წინა

დააკავეს კაცი, რომელიც გერებს ნაგვიდან ნივთების შეგროვებას და ჩაბარებას აიძულებდა

შემდეგი

გაფიცული მაღაროელები თბილისში უვადო შიმშილობას იწყებენ

ბოლო სიახლეები

“სიყვარულის გზავნილი” მამებისგან ტრანსგენდერ შვილებს – ნეტფლიქსის ახალი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი

FacebookTweetLinkedInEmail ნეტფლიქსის მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმში ექვსი მამა მიმართავს ტრანსგენდერ შვილს. ფილმში მამები სიყარულისა და სიამაყის გრძნობით

“შენი ხმა ევროკავშირს” – კამპანიის ფარგლებში 9 დეკემბერს მარში გაიმართება

FacebookTweetLinkedInEmail სამოქლაქო საზოგადოების წარმომადგენლების თქმით 9 დეკემბერს, შაბათს, რესპუბლიკის მოედნიდან, 14 საათზე დაიძრება მარში ევროპის მოედნისკენ.

ბრიტანეთში 54+ ასაკის მომხმარებლებს შორის Grindr მიმდინარე წელს ყველაზე პოპულარული გაცნობის აპლიკაცია იყო

FacebookTweetLinkedInEmail დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა სამსახურმა 28 ნოემბერს გამოქვეყნა ახალი კვლევა, რომლის თანახმად ბრიტანეთის ზრდასრული მსოახლეობის