Willy Vanderperre / Demnagram

ყოველი დღე უნიკალური იდენტობის დაცვისთვის ბრძოლაა — დემნა

წარმოშობით ქართველმა დიზაინერმა, დემნამ, რომელიც ბალენსიაგას კრეატიული დირექტორია, პარიზის მოდის კვირეულზე 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა.

დემნას ჩვენებები ყოველთვის გამორჩეულია ინოვაციური გადაწყვეტილებებით — ანიმაციური სერიალის ეპიზოდით წარდგენილი კოლექცია თუ ზამთრის ქარიანი დეკორაცია ამის მაგალითია. ამჯერად დემნამ “ტალახის შოუს” მოწყობა გადაწყვიტა, რაც მოდის მიმართ არსებული ზედაპირული დამოკიდებულების მიღმა რეალური იდენტობის, სიმართლის ძიების მეტაფორაა.

წაიკითხეთ ბალენსიაგას კრეატიული დირექტორის წერილი, რომელიც შოუზე მისულ სტუმრებს დახვდათ. წერილში დემნა მოდაში არსებული ცრუ იდენტობის, ზედაპირულობის, საკუთარი კრეატიული პროცესისა და შოუს კონცეფციის შესახებ საუბრობს.

“მძულს ჩარჩოები და იარლიყები, მძულს, როცა იარლიყებს მაწებებენ და ჩარჩოში მაქცევენ. საზოგადოებას, ინტერნეტს და ზოგადად მსოფლიოს უყვარს ეს, რადგან ასე უფრო უსაფრთხოა.

ადამიანს გამბედაობა და სიმტკიცე სჭირდება, რათა თავისი იდენტობისა და რეალური ვინაობის ბოლომდე გათავისება შეძლოს. ყოველი დღე უნიკალური იდენტობის დაცვისთვის ბრძოლაა. რაც უფრო ცდილობ, რომ საკუთარი თავის ავთენტური ვერსია იყო, სახეში უფრო მეტი მუშტი გხვდება. მაგრამ რა შესანიშნავია ერთმანეთისგან განსხვავებულობა.

 გამოწვევაა, დარტყმებისა და დაცემის შემდეგ ადგე და შენი რეალური არსისკენ სვლა განაგრძო.

 მოდას, ყველაფერ სხვაზე მეტად, უყვარს ჩარჩოები და იარლიყები. მდიდრული, ნაკლებად მდიდრული, ქუჩის სტილი, მაღალი მოდა, კარგი, ცუდი, ხმამაღალი, ვირუსული, ერთი და იგივე, ვის ადარდებს. მდიდრული მოდის დახვეწილობის, ექსკლუზიურობის, ვიზუალურად ძვირი მახასიათებლების ჩარჩოში მოქცევა შეზღუდული და მოძველებულია. მოდაში ინდივიდუალიზმი იმ ფსევდოტრენდებამდეა დამცრობილი, რომელსაც ცნობილი სახეები სთორებში პოსტავენ. 

გადავწყვიტე, აღარ ავხსნა ჩემი კოლექციები, სიტყვით არ განვმარტო ჩემი დიზაინი. ამის ნაცვლად გონების მდგომარეობა გამოვხატო. მოდა ვიზუალური ხელოვნებაა და საჭიროა, რომ სხვისი მზერით დანახვა შევძლოთ. საუკეთესო შემთხვევაში, მოდას არ უნდა სჭირდებოდეს ამბავი, რომ გაიყიდოს. ის ან მოგწონს ან — არა.

 ამ შოუს დეკორაცია დედამიწის სიღრმეში მიმალული სიმართლის ამოთხრის მეტაფორაა. მოგვეცით, მიეცით ყველას საშუალება, რომ იყვნენ, ვინც უნდათ და ომის ნაცვლად სიყვარული აირჩიეთ.

 დემნა”.

 

წინა

ტრანსგენდერი ადამიანების შესახებ პროგრესულ კანონს პაკისტანში 4 წლის შემდეგ აპროტესტებენ

შემდეგი

6 ოქტომბერს, ირანის საელჩოსთან ირანელი ხალხის მხარდასაჭერი აქცია იმართება

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი