//

ქართული ოცნება ჰომოფობიურ კამპანიას აგრძელებს, ამჯერად საპარლამენტო ტრიბუნიდან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ტრიბუნა ჰომოფობიური გამოსვლებისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის გამოიყენეს.

ქართული ოცნება აგრძელებს ჰომოფობიურ კამპანიას, ამჯერად კი ავრცელებენ ტყუილს, თითქოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში ლგბტ საკითხების შანტაჟისთვის გამოყენება მოხდება.

ეს დეზინფორმაცია დღეს ტრიბუნიდან დიმიტრი ხუნდაძემ გაავრცელა, რომელიც ქართული ოცნების მოსაზრებების გამხმოვანებელია. მისი გამოსვლა შეიცავდა მუქარასაც დასავლელი პარტნიორების მიმართ.

“ახლოვდება ივლისის თვე და დააანონსებულია ლგბტ პრაიდი, ზუსტად ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის პერიოდში, ალბათ, მათი მფარველობის იმედით.

მივმართავ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, თქვენ საქართველოში მართალია საპატიო დიპლომატიური მისიით ბრძანდებით და გიდასტურებთ პატივისცემას, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ სტუმრები ხართ.

იმედს ვიტოვებ, რომ ლგბტ თემას ევროკავშირის წევრის სტატუსის მინიჭების პროცესში შანტაჟის კიდევ ერთ იარაღად არ გამოიყენებთ და თუ მაინც შეეცდებით, საზოგადოებისგან პასუხი იქნება შესაბამისი”, – თქვა ხუნდაძემ.

იქამდე ისაუბრა მმართველი გუნდის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა, თითქოს, ბავშვებსა და მოზარდებზე ლგბტ საკითხებით ზემოქმედება ხდება.

“არ შეიძლება, ხდებოდეს ბავშვებსა და მოზარდებზე ზემოქმედება [ლგბტ] თემებით”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ბოლო პერიოდში ქართულმა ოცნებამ ჰომოფობიური რიტორიკა გააქტიურა. ამით პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განსაკუთრებით გამოირჩევიან, დღეს კი კამპანიაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც ჩაერთნენ.

გუშინ, 12 ივნისს ღარიბაშვილი ჰომოფობიური მოტივით უცხოელებზე სუროგაციის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა. ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, რომ ამ საკითხს რეგულაცია სჭირდება, ერთ-ერთ მიზეზად კი გამოყო, რომ არავინ იცის, სად მიჰყავთ ეს ბავშვები და რომ “შეიძლება, ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ”.

წინა

13 ივნისის სტიქიური უბედურებიდან 8 წელი გავიდა

შემდეგი

ჭიათურაში მაღაროელები შიმშილობენ – რას ითხოვენ ისინი

ბოლო სიახლეები

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,

გვაპატიე კესარია რომ ვერ დაგიცავით

FacebookTweetLinkedInEmail 17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ