საფრანგეთის პრემიერი ქვეყანაში LGBTQI უფლებების ელჩის თანამდებობას ქმნის

ხუთშაბათს, საფრანგეთის პრემიერმინისტრმა, ელიზაბეთ ბორნმა, განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ახალი, „ლგბტ+ უფლებების ელჩის“ თანამდებობა შეიქმნება.

ბორნის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ელჩი პასუხისმგებელი იქნება „საფრანგეთის დიპლომატიური ქმედებების კოორდინაციაზე დისკრიმინაციისგან დასაცავად და ლგბტ+ უფლებების პოპულარიზაციაზე მთელს მსოფლიოში“.

გარდა ამისა, პრემიერმინისტრმა დააანონსა იმ 35 ცენტრისთვის ბიუჯეტის გაზრდა, რომლებიც ლგბტქი ორგანიზაციების ღონისძიებებს ატარებენ, ასევე, 10 ახალი ლგბტქი ცენტრის დაარსებისთვის 3 მილიონ ევროიანი ფონდის შექმნა.

ეს ნაბიჯი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მთავრობის მკაცრი კრიტიკის ფონზე გადაიდგა. კრიტიკა მოჰყვა იმას, რომ ორი ახალი მინისტრი წარსულში ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინების საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდა — მინისტრი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში, ქეროლაინ ქაიო და ეკოლოგიის მინისტრი, კრისტოფ ბეჩუ.

ივლისის შუა რიცხვებში ქაიოს წარსულ განცხადებების შესახებ French TV-ზე ჰკითხეს. მან თქვა, რომ კვლავ იმავე აზრზე რჩება. მინისტრმა თავდაცვა სცადა იმ არგუმენტით, რომ თვითონაც ჰყავდა ბევრი „ასეთი“ მეგობარი. მალევე ქაიომ თავისი სიტყვები უკან წაიღო და საკუთარი განცხადებების გამო ბოდიში მოიხადა.

ამ ინციდენტის შემდეგ, დაახლოებით 100-მდე გამოჩენილმა პირმა, მათ შორის, საპრეზიდენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დაგმო ქაიოს ჰომოფობიური განცხადებები Journal du Dimanche-ში. სამშაბათს, პარიზის ნაციონალურ ასამბლეასთან უამრავი ადამიანი შეიკრიბა, რათა გაეპროტესტებინათ ქაიოს მთავრობაში ყოფნა.

ხუთშაბათს, ეკოლოგიის მინისტრმა, ბეჩუმ გაიხსენა 2013 წელს საკუთარი გამოსვლა ერთი და იგივე სქესის წყვილების ქორწინების წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ 2022 წლის გადმოსახედიდან 10 წლის წინანდელი მდგომარეობის შეფასება არაგონივრულია. როგორც ის ამბობს, მისი შეხედულებები მას შემდეგ შეიცვალა.

საფრანგეთის პრემიერმინისტრმა ახალი თანამდებობის შესახებ განცხადება საფრანგეთში ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაციის კანონის გაუქმებიდან 40 წლის თავზე, ორლეანის ლგბტქი ცენტრის ვიზიტის დროს გააკეთა.

ორგანიზაცია SOS Homophobie-ის პრეზიდენტმა, ლუსილ ჯომატმა განცხადებასთან დაკავშირებით თქვა: „ეს არის ნაბიჯი სწორი მიმართულებით, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა იქნება ელჩის ვალდებულებები და განსაკუთრებით, რა ძალა ექნება მას“.

გარემოებების გათვალისწინებით, ის ამ ნაბიჯს არასაკმარისად აფასებს. „შეშფოთებულები ვართ, რადგან მთავრობას არ სურს მინისტრის (ქაიოს) განცხადებების დაგმობა“, — აღნიშნა ლუსილ ჯომატმა. მისმა ორგანიზაციამ ქაიოს გადადგომა მოითხოვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სოციალისტური პარტიის სენატორმა, ჰუსეინ ბურგიმ, ბორნის ვიზიტამდე გამოაცხადა, რომ 1942-1982 წლებში ჰომოსექსუალობისთვის მსჯავრდებულთა კომპენსაციის უზრუნველსაყოფად კანონპროექტს შეიტანდა.

წინა

EuroPride 2022 სერბეთში ჩატარდება — გადაწყვეტილებას ანტი-LGBTQI აქცია მოჰყვა

შემდეგი

უკრაინელი გეი ჯარისკაცი ომის დღეებში ნაპოვნი სიყვარულისა და სამშობლოსთვის გაღებული მსხვერპლის შესახებ ჰყვება

ბოლო სიახლეები

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,

გვაპატიე კესარია რომ ვერ დაგიცავით

FacebookTweetLinkedInEmail 17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ