Malwina Chmara / Facebook

პოლონელი მოზარდი ლგბტქი ადამიანების მხარდაჭერისთვის დააკავეს

პოლონელი მოზარდი, მალვინა ჩმარა, რომელიც ტროტუარზე ცარცით ლგბტქი თემის მხარდამჭერ სიტყვებს წერდა, დააკავეს. 17 წლის მალვინა პოლონეთის წვრილმან დანაშაულთა კოდექსის 63-ე მუხლის დარღვევაშია ბრალდებული, რომელიც “ადმინისტრატორის თანხმობის გარეშე საჯარო ადგილას რეკლამების, პლაკატების, ბუკლეტების, წარწერებისა ან ნახატების განთავსებას კრძალავს” და ჯარიმას ითვალისწინებს.

TVN24-ის ინფორმაციით, მოზარდი ამბობს, რომ ბაზრის მოედანზე დაინახა ადამიანები, რომლებსაც ხელში ლგბტქი თემის შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ და ქვიარებს პედოფილებს ადარებდნენ.

მალვინამ მავნე რიტორიკა გააპროტესტა და ეკლესიის გარეთ, ტროტუარზე ყვითელი ცარცით დაწერა “შეეშვით ლგბტქი ადამიანებს”, ასევე, ჩამოწერა იმ მღვდლების სახელები, რომლებიც პედოფილიაში არიან ბრალდებულები.

“პოლიციამ მომთხოვა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, შემდეგ კი, მღვდლებთან შესახვედრად ეკლესიაში შევიდნენ. ნახევარი საათი ველოდი, სანამ პოლიცია ჩემი დაკავების გადაწყვეტილებას მიიღებდა. აგრესიული არ ვყოფილვარ, არ ვცდილობდი პოლიციისგან თავის დაღწევას. მათ ხელბორკილები დამადეს და მანქანამდე მიმიყვანეს”, — აღნიშნავს მოზარდი.

მან სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და სხვებსაც მოუწოდა, არ შეეშინდეთ ლგბტქი უფლებების დაცვის.

“თუ გვინდა, რომ რამე შეიცვალოს, უნდა ავჯანყდეთ. რა თქმა უნდა, პოლიცია ამის შეჩერებას შეეცდება. ჯერ არ მსმენია სოციალური ცვლილებების შესახებ, რომლებიც საზოგადოების, პოლიციისა და მთავრობის სრული თანხმობით განხორციელდა“, — ნათქვამია ვიდეოში.

მალვინას დაკავებამ ბევრი ადამიანის აღშფოთება გამოიწვია. პოლონელი ლგბტქი აქტივისტი, ბარტ სტაშევსკი აცხადებს, რომ პოლიციის ბანდიტური ქცევა იმის ნიშანია, თუ რამდენად შეიცვალა პოლონეთი მემარჯვენე ხელისუფლების მმართველობის პირობებში.

“პოლიცია არ იცავს მოქალაქეებს, მათ წინააღმდეგ დგას”, — განაცხადა მან და დასძინა, რომ მიუხედავად ამისა, ლგბტქი თემის მხარდაჭერას უფრო მეტი ახალგაზრდა აგრძელებს.

წინა

უნგრეთმა ლესბოსელი აქტივისტების უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს — HRW

შემდეგი

ვიეტნამში პანდემიის შემდეგ პრაიდ კვირეული პირველად ჩატარდა

ბოლო სიახლეები

თანასწორობის მოძრაობა — 2023 წლის თებერვლის მიმოხილვა

FacebookTweetLinkedInEmail თანასწორობის მოძრაობა არის ლგბტქი ადამიანების მხარდამჭერი ორგანიზაცია, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ლგბტქი თემისა და ქალების სრულფასოვან

თბილისი პრაიდი — 2023 წლის მარტის მიმოხილვა

FacebookTweetLinkedInEmail თბილისი პრაიდი არის ლგბტქი ადამიანებისა და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება. ორგანიზაცია ყოველწლიურად ატარებს პრაიდ კვირეულს თბილისში, პოლიტიკურ

რა არის BDSM? — მისი ტიპები, ტერმინები, დადებითი მხარეები და რჩევები

FacebookTweetLinkedInEmail BDSM არის აკრონიმი, რომელიც აღნიშნავს თანხმობის საფუძველზე განხორციელებულ სექსუალური პრაქტიკებს, მათ შორის: ბონდაჟი (ინგლ. Bondage)

ოთხი ქალი შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

FacebookTweetLinkedInEmail თათია სამხარაძის შემდეგ, პროსამთვარობო ტელეკომპანია POSTV-ის ხელმძღვანელს, შალვა რამიშვილს, სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ოთხი ქალი ადანაშაულებს.