/

ომბუდსმენი: საქართველოში კვლავ სერიოზული პრობლემაა ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა

სახალხო დამცველის აპარატი 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ საქართველოში კვლავ სერიოზული პრობლემაა ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა.

აპარატის განცხადებით, აუცილებელია, ლგბტ+ ადამიანების უფლებათა დარღვევის ფაქტებზე, ყველა პასუხისმგებელმა უწყებამ ეფექტიანი პრევენციული რეაგირება უზრუნველყოს.

“2004 წლიდან მოყოლებული, 17 მაისს მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

მიუხედავად არსებული საკანონმდებლო გარანტიებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებისა, საქართველოში კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა, განსაკუთრებით ჯანდაცვაზე, განათლებაზე, დასაქმებაზე ხელმისაწვდომობა, საჯარო სივრცეში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა.

საგულისხმოა ისიც, რომ ბოლო პერიოდში საჯარო პირების მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამები ხელს უშლის ქვეყანაში თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას და ახალისებს დისკრიმინაციას.

სწორედ ლგბტ+ პირთა გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში, საქართველოს წინააღმდეგ განხილულ საქმეებში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს ხელისუფლების ორგანოების ვალდებულებას, გამოიყენონ ყველა შესაძლო საშუალება, მაგალითად, საჯარო განცხადებების მეშვეობით, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, მოახდინონ ტოლერანტული, შემრიგებლური პოზიციის ადვოკატირება.

სიტუაციას ამძიმებს ისიც, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით შემუშავებულ სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტებში ლგბტ+ ჯგუფი საერთოდ არ არის ნახსენები.

შესაბამისად, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ აუცილებელია, ლგბტ+ ადამიანების უფლებათა დარღვევის ფაქტებზე, ყველა პასუხისმგებელმა უწყებამ ეფექტიანი პრევენციული რეაგირება უზრუნველყოს”, – ნათქვამია განცხადებაში.

წინა

Qəbul LGBTQ Gənclərində İntihar Riskini Azaldır – Araşdırma 

შემდეგი

არტისტმა ანდრო დადიანმა 17 მაისთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან ხორცის ფარი დადგა

ბოლო სიახლეები

ქალთა ფონდმა კვლევის “იკითხე სტრიქონებს შორის” პრეზენტაცია გამართა

FacebookTweetLinkedInEmail ქალთა ფონდმა კვლევის “იკითხე სტრიქონებს შორის” პრეზენტაცია გამართა. კვლევა ეხება შავი ზღვის რეგიონში ქალთა და

რას გეგმავს წელს თბილისი პრაიდი

FacebookTweetLinkedInEmail თბილისი პრაიდის ინფორმაციით, კვირეული 1-8 ივლისს ჩატარდება და მოიცავს პოლიტიკური, კულტურული და აკედემიური ხასიათის დახურულ

კინოცენტრმა გაგა ჩხეიძის დირექტორობით კინოფესტივალი, შესაძლოა, აღარ დააფინანსოს

FacebookTweetLinkedInEmail საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა გაგა ჩხეიძის დირექტორობით ჩატარებული კინოფესტივალი, შესაძლოა, აღარ დააფინანსოს. ცენტრის უკმაყოფილება გამოიწვია

სიძლიერე სოლიდარობაშია: რას ნიშნავს იყო ელაი საქართველოში

FacebookTweetLinkedInEmail მსოფლიოში, სადაც მიღება და გაგება არის ინკლუზიური საზოგადოების შექმნის გასაღები, Allyship მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლგბტქი