//

ნიუ-იორკის მეტროს ხმა ტრანსგენდერ ქალს ეკუთვნის, შთამაგონებელი ისტორიით

თუ ოდესმე ნიუ იორკის მეტროთი გიმგზავრიათ, ალბათ, გაიგებდით დამამშვიდებელ ხმას, რომელიც გაცნობებთ როდის მოვა შემდეგი მატარებელი. დიდი შანსია არ იცოდეთ ვის ეკუთვნის ეს ხმა. ის 66 წლის ტრანსგენდერი ქალი ბერნი ვაგენბლასტია.

„ვფიქრობ, მხოლოდ ჩემი არსებობა, ჩემი ისტორიის გაზიარებით, ეხმარება ხალხს გააცნობიერონ ბევრი რამ“,- ამბობს ბერნი AMNY-სთან ინტერვიუში.

მას შემდეგ, რაც იანვარში დაქამინგაუთდა ვაგენბლასტმა საჯაროდ მოჰყვა თავისი ცხოვრების ისტორია და მიიღო გადაწყვეტილება, საბოლოოდ იცხოვროს ისე, როგორც საკუთარი თავი.

ბერნმა, რომელიც ნიუ ჯერსიში დაიბადა და გაიზარდა, ადრეული ასაკიდანვე იცოდა, რომ სურდა გოგონა ყოფილიყო. სამწუხაროდ, ის პატარაობაში ზეწოლის გამო ფიქრობდა, რომ ეს მიუღებელი იყო. ერთადერთი რაც ტინეიჯერობისას შეძლო იყო ერთადერთ ტრანსგენდერ ქალთან დაკავშირება, რომელიც იცოდა. ეს იყო პაულა გროსმანი, მუსიკის მასწავლებელი, რომელიც მერილ სტრიპს ასწავლიდა და 1971 წელს სამედიცინო ტრანზიციის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ბერნი პაულას ტელეფონით ესაუბრა და მისგან მხარდაჭერას ეძებდა, ერთადერთი ადამიანისგან, რომელსაც ენდობოდა.

„მე ძალიან დამეხმარა ისეთი ადამიანის ყოლა, რომელსაც ვენდობოდი. ვიღაც, ვისთანაც შემეძლო საუბარი და ვიცოდი ესმოდა რას ვგრძნობდი“, – თქვა ვაგენბლასტმა პოდკასტში Death, Sex & Money აპრილში.

© AP Photo/John Minchillo

მომდევნო ათწლეულების განმავლობაში, ვაგენბლასტს უწევდა მამაკცის როლის შესრულება, რადგან თავს ვალდებულად თვლიდა ეს გაეკეთებინა. მან, ფაქტობრივად, რადიოში დაიდო ბინა, რადგან ახალი ამბების ჟურნალისტების მამაკაცურ ტონს ჰბაძავდა. თუმცა, დღეს მისი ხმა სულ სხვაგვარად ჟღერს, მას შემდეგ, რაც ვოკალურ თერაპევტთან მუშაობდა.

„რადგან ჩემმა ხმამ ასეთი კრიტიკული როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში, მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ხმა, რაც შეიძლება ავთენტურად, ქალურად ჟღერდეს. ეს არ არის მნიშვნელოვანი ყველა ტრანსგენდერი ქალისთვის, მაგრამ იმის გამო, რომ ჩემმა ხმამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში, ეს არის ის, რაც მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის,“ – ამბობს ბერნი.

2017 წელს ახალი გამოსული იყო FaceApp, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი სახე, ვარცხნილობა და ა.შ. ბერნი ამბობს, რომ მას ეს აპლიკაცია დაეხმარა.

„მეგონა, რომ უბრალოდ მომეწონებოდა, გრძელი თმა, შესაძლოა პომადა ან რამე მსგავსი. მაგრამ პირველად დავინახე ჩემი თავი ქალად, რასაც ვგრძნობდი, რომ რეალისტური ასახვა იყო იმისა, თუ როგორ გამოვიყურებოდი. ხშირად უთქვამთ, რომ დედაჩემს უფრო ვგავარ, ვიდრე მამაჩემს, მაგრამ ვერასოდეს ვხვდებოდი რატომ. მე ეს პირველად FaceApp-ის გამოყენების დროს დავინახე. ეს ჰგავდა ნათურის ანთებას, რომელიც ქვრებოდა“, – ამბობს ბერნი.

ბერნის ისტორია ემოციურად და სოციალურად, ბევრ სხვა ტრანსგენდერ ადამიანთან ახლოს მივა, რადგან ისინი იბრძვიან, რომ იპოვონ მათი ჭეშმარიტი ხმები და მთელს მსოფლიოს გააგონონ თუ ვინ არიან. ვიმედოვნებთ, რომ ბერნი იპოვის სიხარულს იმის ცოდნით, რომ მისი ცხოვრება და მოღვაწეობა უამრავი ტრანსგენდერი ადამიანისთვის სამაგალითო იქნება და ზუსტად ისე შთააგონებს ახალ თაობას, როგორც თავად ეძებდა ნუგეშს 50 წლის წინ.

 

წინა

რუსეთში სქესის შეცვლის ოპერაცია იკრძალება

შემდეგი

ევროპარლამენტართა ჯგუფი ძალადობრივი ალტ-ინფოსა და მორგოშიას დასანქცირებას ითხოვს

ბოლო სიახლეები

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ხატია ჯანაშიას მიმართ გამოცემული ორდერი

FacebookTweetLinkedInEmail თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და კანონიერად მიიჩნია ალტ-ინფოს მხარდამჭერის მიმართ

ქვიარ “სტრიტ არტი”

FacebookTweetLinkedInEmail მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეგიძლიათ შეხვდეთ ქუჩის მხატვრობას, რომელიც არა მხოლოდ ესთეტიურია, არამედ სოციალურ თემებსაც ეხება

ორმაგი ფემიციდი თბილისში – შსს-ს თანამშრომელმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა

FacebookTweetLinkedInEmail თბილისში, დოლიძის ქუჩაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა. კაცმა მკვლელობა

არის თუ არა უსაფრთხო ელექტრონული სიგარეტი და აიქოსი

FacebookTweetLinkedInEmail ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს შორის. ასევე, არსებობს

ბელგრადში პრაიდი ჩატარდა

FacebookTweetLinkedInEmail სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში პრაიდზე ასობით ადამიანი შეიკრიბა ქვეყნის ლიდერებისა და ულტრამემარჯვენე ჯგუფების ალტილგბტ გზავნილების ფონზე.