მთავარი არხი ლაშა ნაკაიძესთან თანამშრომლობის აღდგენის საკითხს არ განიხილავს

ტელეკომპანია მთავარი არხი აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ლაშა ნაკაიძესთან თანამშრომლობის აღდგენის საკითხს არ განიხილავს.

მათი განცხადებით, ნაკაიძე სასამართლომ გაუპატიურებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებებში გაამართლა, ამავე დროს, დამნაშავედ ცნო ძალადობასა და მუქარაში და 1 წლით პატიმრობა შეუფარდა.

“მთავარი არხი რჩება თავდაპირველ პოზიციაზე, რომელიც გაჟღერდა ლაშას დაკავებისთანავე – ტელეკომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის ძალადობას და არ განიხილავს ნაკაიძესთან თანამშრომლობის აღდგენის საკითხს. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ვიხელმძღვანელოთ ამ ეტაპზე არსებული განაჩენით”, – ნათქვამია ტელევიზიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნაკაიძე 2022 წლის 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურის მაშინდელი განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 აგვისტოს ნაკაიძე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. მათი ცნობით, ამის შემდეგ ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე.

ლაშა ნაკაიძის დაკავებიდან მეორე დღეს, 17 აგვისტოს განცხადება გაავრცელა მთავარმა არხმა, რომელშიც ძალადობა დაგმო და აღნიშნა, რომ ნაკაიძესთან თანამშრომლობას წყვეტენ.

“მთავარი არხი გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, რასაც არცერთ ვითარებაში არ აქვს გამართლება.

2022 წლის 15 აგვისტოს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას თავად მთავარი არხის ერთ-ერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც განხორციელდა დაშავებული ქალის სამედიცინო შემოწმება, გამოკითხვა და მისი ჩვენების საფუძველზე ლაშა ნაკაიძის დაკავება.

ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, მთავარი არხი ვალდებულად მიიჩნევს თავს, შეაჩეროს მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, თუმცა თუ მას დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდება, არხი გადახედავს ლაშა ნაკაიძესთან საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას”, – წერდა მაშინ მთავარი არხი.

ნაკაიძეს უკვე 9 თვეა, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებას 3 თვეში დატოვეს.

წინა

143 ორგანიზაცია: ინიციატივა, რომელიც EU-ს ფასეულობებს დაუპირისპირდება, სტატუსის საბოტაჟი იქნება

შემდეგი

მთავარია რომ ზიზღს, აგრესიას დავუპირისპიროთ სიყვარული და ჩვენი სიძლიერე

ბოლო სიახლეები

რუსული ტერორისტული რეჟიმი ადამიანების წინააღმდეგ

FacebookTweetLinkedInEmail საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ

რუსული კანონის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციების განრიგი საქართველოს მასშტაბით

FacebookTweetLinkedInEmail რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების

არავის დავტოვებთ მარტო უსამართლობის პირისპირ

FacebookTweetLinkedInEmail წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია

საპროტესტო აქციების განრიგი საქართველოში და ფარგლებს გარეთ

FacebookTweetLinkedInEmail მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.