Reginfo
/

კობახიძემ, რუსული კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, ჰომოფობიური განცხადება გააკეთა

პარლამენტში დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე რუსული კანონი მეორე მოსმენით ჩაგდების შემდეგ, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბრისას სიძულვილის ენა გამოიყენა და ჰომოფობიური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, რუსულმა კანონპროექტმა ხალხს აჩვენა, რომ ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა არასახელმწიფოებრივ საქმიანობაში არიან ჩართული, მაგალითად, ეკლესიის გინება, ლგბტ პროპაგანდა, პროვოკაციების მოწყობა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვართან, სინამდვილეში, ქართველი ხალხის აგენტები არიან.

“ყველამ გაიგო, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა არასახელმწიფოებრივ საქმიანობაში არიან ჩართული, როგორებიც არის, მაგალითად, მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სცენიდან, რაც არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების საქმე, ასევე გაუყალბებელი არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება, PVT-ის გაყალბება, ეკლესიის გინება, ლგბტ პროპაგანდა, პროვოკაციების მოწყობა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვართან, სინამდვილეში, არიან არა ქართველი ხალხის აგენტები, არამედ უცხოური გავლენის აგენტები. ეს არის მეორე ინფორმაცია, რომელიც ამ კანონპროექტმა გაუზიარა ქართულ საზოგადოებას ძალიან ცხადად და მკაფიოდ”, — თქვა კობახიძემ.

ამასთანავე, კობახიძე ასევე აღნიშნავს, რომ ანტიდასავლური მოძრაობის ხალხის ძალის კანონპროექტს აქვს მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ ვერასოდეს განხორციელდება ბაკურიანის გეგმა, ანუ “ენჯეოების” ხელით საქართველოში “ნაცმოძრაობას” ხელისუფლებაში ვერავინ დააბრუნებს. მისი თქმით, კანონპროექტმა თავისი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა სხვადასხვა თვალსაზრისით და უპირველესი იმის აღიარება იყო, რომ აგენტობა არის სათაკილოა საქმე. “აგენტობა არის სათაკილო საქმე, ვისი აგენტიც არ უნდა იყო. ეს არის პირველი მიღწევა, რაც აქვს ამ კანონპროექტს”.

დასასრულს, კობახიძემ მადლობა გადაუხადა ანტიდასავლურ მოძრაობას რუსული კანონპროექტის ინიცირებისთვის.
“მადლობას ვუხდი ხალხის ძალის გუნდს, რომელმაც დააინიციირა ეს კანონპროექტი, ასევე თითოეულ დეპუტატს, რომელმაც ამ კანონპროექტს პირველი მოსმენის დროს მხარი დაუჭირა. ჩვენ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება, ბევრ რამეს გავუწიეთ ანგარიში და დღეს ეს გადაწყვეტილება იქნა გაფორმებული პარლამენტში. შესაბამისად, ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი პასუხისმგებლობის მიხედვით”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

წინა

მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა, ტვინის შერყევა აქვს — აქციაზე დაშავებულის ცოლი

შემდეგი

გააუქმეთ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა ჯარიმები, შეწყვიტეთ საქმეთა წარმოება – NGO-ები

ბოლო სიახლეები

რუსული ტერორისტული რეჟიმი ადამიანების წინააღმდეგ

FacebookTweetLinkedInEmail საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ

რუსული კანონის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციების განრიგი საქართველოს მასშტაბით

FacebookTweetLinkedInEmail რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების

არავის დავტოვებთ მარტო უსამართლობის პირისპირ

FacebookTweetLinkedInEmail წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია

საპროტესტო აქციების განრიგი საქართველოში და ფარგლებს გარეთ

FacebookTweetLinkedInEmail მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.