ფოტო: ქვიარი

თუ არ დაემორჩილებიან პოლიციას, გამოვიყენებთ პროპორციულ ძალას, მათ შორის, სპეციალურ საშუალებებს — შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თუ რუსთაველზე შეკრებილი მოქალაქეები “არ დაემორჩილებიან პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწევენ წინააღმდეგობას, პოლიცია გამოიყენებს”.

“თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, აქციის მონაწილეების მხრიდან მოხდა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის ბლოკირების მცდელობა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ადგილი აქვს ძალადობის ფაქტებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, იცავს ჩვენი მოქალაქეების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას, ამასთანავე, მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.

აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. იმ შემთხვევაში, თუ შეკრებილები არ დაემორჩილებიან პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწევენ წინააღმდეგობას, პოლიცია გამოიყენებს კანონით გათვალისწინებული პროპორციულ ძალას, მათ შორის, სპეციალურ საშუალებებს”, — აცხადებენ უწყებაში.

რუსთაველის გამზირზე, სადაც მოქალაქეები რუსულ კანონპროექტს აპროტესტებენ, სპეცრაზმია მობილიზებული. ადგილზეა წყლის ჭავლის მანქანებიც. მოქალაქეები ამბობენ, რომ გამოყენებულია წიწაკის სპრეი.

ამ წუთებში შეკრებილებს მოუწოდებენ, დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აფრთხილებენ, რომ გამოიყენებენ “კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს მართლწესრიგის აღსადგენად და სამოქალაქო სიმშვიდის დასამყარებლად”.

წინა

რუსთაველზე სპეცრაზმი გამოვიდა, მოქალაქეები ამბობენ, რომ გამოიყენეს წიწაკის სპრეი

შემდეგი

პარლამენტთან წყლის ჭავლი და, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს

ბოლო სიახლეები

რა არის BDSM? — მისი ტიპები, ტერმინები, დადებითი მხარეები და რჩევები

FacebookTweetLinkedInEmail BDSM არის აკრონიმი, რომელიც აღნიშნავს თანხმობის საფუძველზე განხორციელებულ სექსუალური პრაქტიკებს, მათ შორის: ბონდაჟი (ინგლ. Bondage)

ოთხი ქალი შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

FacebookTweetLinkedInEmail თათია სამხარაძის შემდეგ, პროსამთვარობო ტელეკომპანია POSTV-ის ხელმძღვანელს, შალვა რამიშვილს, სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ოთხი ქალი ადანაშაულებს.

რას ნიშნავს ბისექსუალობა? — მნიშვნელობა, მითები და რჩევები

FacebookTweetLinkedInEmail სექსუალური და გენდერული იდენტობების სპექტრის უკეთ გასააზრებლად აუცილებელია იმ ტერმინების ცოდნა, რომლებითაც ადამიანები საკუთარ მიზიდულობას