ევროპარლამენტის წევრები ევროპრაიდის მარშს მხარდაჭერას უცხადებენ

14 სექტემბერს, ევროპული პარლამენტის სხდომაზე გერმანელმა პოლიტიკოსმა და ევროპარლამენტის ლგბტქი ჯგუფის თავმჯდომარემ, ტერი რაინტკემ სერბეთის ოფიციალური უწყებების მიერ ევროპრაიდის მარშის აკრძალვის შესახებ ისაუბრა, რასაც შეკრებილების სრული მხარდაჭერა მოჰყვა.

“ალბათ იცით, რომ შაბათს ბელგრადში ძალზე მნიშვნელოვანი ევროპული ღონისძიება ტარდება. ეს ევროპრაიდია. ეს დემონსტრაციაა თავისუფლების, დემოკრატიის, ფუნდამენტური უფლებებისა და მრავალფეროვნებისთვის. პანევროპული დემონსტრაცია. სამწუხაროდ, სერბულმა ოფიციალურმა უწყებებმა ღონისძიება გააუქმეს. მინდოდა, ეს შესაძლებლობა გამომეყენებინა, რათა პარლამენტს დაეფიქსირებინა, რომ შეკრების ფუნდამენტური უფლების მხარდამჭერები ვართ და ევროპის და სერბეთის ლგბტქი მოქალაქეების გვერდით ვდგავართ”, — აღნიშნა რაინტკემ სიტყვით გამოსვლისას და განაცხადა, რომ მჭიდრო კომუნიკაცია აქვთ სერბეთის ხელისუფლებასთან.

 

მის განცხადების შემდეგ ევროპარლამენტარები ფეხზე წამოდგნენ და ტაში დაუკრეს.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ რაინტკეს საპასუხოდ თქვა, რომ ევროპის ყველა მოქალაქეს შეუძლია იცხოვროს ისე, როგორც სურს და უყვარდეს ის, ვინც სურს, ევროპარლამენტი კი სწორედ ამ უფლებების მხარდამჭერია.

“პრაიდი ისევ გვჭირდება. უამრავი ადამიანი კვლავ შიშში ცხოვრობს. დისკრიმინაცია ისევ არსებობს. მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ სერბეთის უწყებებს მივწერე, რათა დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ აქ მყოფთა უმეტესობის მიერ ხელმოწერილი წერილი სწორ ადამიანამდე მიაღწევდა“, — განაცხადა მეცოლამ.

სექტემბრის დასაწყისში, 144 წევრის მიერ ხელმოწერილი წერილით, ევროპარლამენტმა სერბეთის ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ევროპრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით აღებული პასუხისმგებლობა შეესრულებინათ და მარშის მონაწილეების უსაფრთხოება უზრუნველეყოთ.

ევროპრაიდის დაწყებამდე სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ულტრამემარჯვენე, პრორუსული ჯგუფების საპროტესტო აქცია მოეწყო, სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა კი ევროპრაიდის გაუქმების შესახებ განაცხადა. პრაიდის ორგანიზატორებმა საპასუხოდ აღნიშნეს, რომ ერთადერთი, რასაც აუქმებდნენ, სიძულვილი იყო. 12 სექტემბერს კვირეული ადამიანის უფლებათა კონფერენციით დაიწყო. იმავე დღეს, სერბეთის პოლიციამ 17 სექტემბერს დაგეგმილი მსვლელობა პრორუსული ჯგუფების მუქარის გამო აკრძალა და გადაწყვეტილება არც ორგანიზატორების მოთხოვნის შემდეგ შეუცვლია. აღსანიშნავია ის, რომ ევროპრაიდის ორგანიზატორები ადმინისტრაციული სასამართლოსთვის მიმართვას აპირებენ და დაგეგმილი ევროპრაიდის მარშის ჩატარებას ნებისმიერ შემთხვევაში აპირებენ. ევროპრაიდის მარშს თბილისი პრაიდის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

წინა

ლგბტქი ორგანიზაციების გაერთიანება ევროპრაიდის მარშის გაუქმებას გმობს

შემდეგი

ევროპრაიდის მონაწილეების დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა — დუნია მიატოვიჩი

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი