ევროპრაიდის მონაწილეების დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა — დუნია მიატოვიჩი

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა სერბეთის ხელისუფლების მიერ აკრძალულ ევროპრაიდის მარშზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მსვლელობის მონაწილეების დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა.

“ძალიან სამწუხაროა, რომ სერბეთის ხელისუფლებამ 17 სექტემბერს დაგეგმილი ევროპრაიდის მარშის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. მსვლელობის ჩატარებასთან დაკავშირებით დიდხნიანმა გაურკვევლობამ საზოგადოებამდე არასწორი გზავნილი მიიტანა და ადგილი გააჩინა ლგბტქი ადამიანების მიმართ სიძულვილით სავსე რიტორიკისა და მუქარისთვის, მათ შორის, რელიგიური ლიდერებისგან”, — განაცხადა მან.

დუნია მიატოვიჩმა ისიც აღნიშნა, რომ მიესალმება პრეზიდენტ ვუჩიჩის ბოლო განცხადებას ლგბტქი ადამიანების უფლებების აღიარებისა და პატივისცემის მნიშვნელობის შესახებ. ის მოუწოდებს სერბეთის ხელისუფლებას, დაიცვან ისინი, ვინც თანასწორუფლებიანობისთვის იბრძვის და უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება.

“სერბეთმა უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, დაიცვას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, დისკრიმინაციის გარეშე”. 

მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, ინკლუზიური და პლურალისტური დემოკრატიის ბირთვია, სადაც სოციალური საკითხები მშვიდობიანი დიალოგის გზით განიხილება და ყველას შეუძლია ადამიანის უფლებებით თანაბრად და უსაფრთხოდ სარგებლობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის მიხედვით, სახელმწიფოებს აქვთ ვალდებულება, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი მშვიდობიანი შეკრებების გამართვას.

“შემაშფოთებელია, რომ ევროპრაიდის მარში ხელისუფლების მხრიდან ასეთი დონის დაბრკოლების წინაშე დგას მაშინ, როცა სხვა ღონისძიებები და შეკრებები ბელგრადის ქუჩებში მუდმივად თავისუფლად და უსაფრთხოდ ტარდება”, — ამბობს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მსგავსი შემთხვევების დროს, სახელმწიფოები ვალდებულნი არიან მიიღონ პრევენციული ზომები შეკრების წინააღმდეგ ძალადობის რისკების გასანეიტრალებლად და უზრუნველყონ მონაწილეთა უსაფრთხოება. გარდა ამისა, შეკრების ადგილი და დრო ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ მონაწილეებმა მიზნობრივი აუდიტორიისთვის ხმის მიწვდენა შეძლონ.

“ევროპრაიდის მსვლელობის აკრძალვის ნაცვლად, სერბეთის ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს საზოგადოების ყველა წევრის უფლება, თანაბრად შეძლონ თავიანთი თავისუფლებითა და თანასწორი ღირსებით ტკბობა”, — აღნიშნავს დუნია მიატოვიჩი.

მისი თქმით, როგორც ორი კვირის წინ სერბეთის ხელისუფლებასთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, ევროპრაიდის სერბეთში ჩატარებას დიდი მნიშვნელობა აქვს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისთვის, სადაც ლგბტქი ადამიანების დისკრიმინაციისა და სიძულვილის წინააღმდეგ საბრძოლველად ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

“ევროპრაიდის გზავნილია, რომ გრძელდება სვლა თანასწორობის მიმართულებით. პოზიტიურია, რომ პრაიდ მარშები ბოლო წლებში მშვიდობიანად ჩატარდა ბელგრადში, სარაევოში, ტირანაში, პოდგორიცასა და სკოპიეში. მოვუწოდებ სერბეთის ხელისუფლებას, შაბათს დაგეგმილი ევროპრაიდის მშვიდობიანი და უსაფრთხო მსვლელობის მხარდაჭერით, ისტორიის სწორ მხარეს დადგეს”. 


შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს დაგეგმილი ევროპრაიდის მარში პოლიციამ ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ დაგეგმილი პროტესტის გამო აკრძალა. კვირეულის ოფიციალურად დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე კი ქვეყნის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა ევროპრაიდის გაუქმება დააანონსა, თუმცა დაგეგმილი ღონისძიება 12 სექტემბერს მაინც დაიწყო და 18 სექტემბრამდე გასტანს.

წინა

ევროპარლამენტის წევრები ევროპრაიდის მარშს მხარდაჭერას უცხადებენ

შემდეგი

პენისის ფორმის ჟელიბონები ლოგოს ნაცვლად — გერმანელი ულტრამემარჯვენეების საჩუქარი

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების