გენდერის სამართლებრივ აღიარებასთან დაკავშირებული პროგრესი ნელია და დამატებით ნაბიჯებს საჭიროებს — ევროსაბჭოს ანგარიში

7 ივლისს, ევროსაბჭომ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც გენდერის სამართლებრივი აღიარების მიმართულებით ევროპის სახელმწიფოებში მიღწეულ შედეგებს აფასებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ „პროგრესი ნელია და დამატებითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო“, ამასთან ახსნილია, რომ სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა, საზოგადოებას, ოჯახის წევრებს მიაწოდოს ინფორმაცია, რომ გენდერის სამართლებრივ აღიარებას მათზე გავლენა არ აქვს და მოზარდის ინტერესები უპირატესია.

აღნიშნული ანგარიში 2010 წელს გაცემული რეკომენდაციების იმპლემენტაციის 10-წლიან გზას აფასებს და აღნიშნულია, რომ ევროპის ცალკეულ ქვეყნებში გენდერის სამართლებრივ აღიარებასთან დაკავშირებით განსხვავებული მდგომარეობაა.

„ევროსაბჭოს 38 წევრ ქვეყანას სამართლებრივი ან ადმინისტრაციული პროცედურები აქვს, რაც გენდერის სამართლებრივი აღიარების შესაძლებლობას იძლევა, 9 მათგანს კი ინდივიდუალურ გადაწყვეტილებაზე დაფუძნებული სისტემა აქვს. თუმცა, ქვეყნების ნაწილში გამართული პროცედურები არ არსებობს, ზოგიერთმა კი უკვე არსებული გარანტიების შეზღუდვით გენდერის სამართლებრივი აღიარება შეუძლებელი გახადა. ეს მდგომარეობა ტრანსგენდერ, ინტერსექს და არაბინარულ ადამიანებს ისეთი დოკუმენტების ქონას აიძულებს, რომელიც მათ დისკრიმინაციისა და ძალადობის წინაშე მეტად მოწყვლადს ხდის. ყოველივეს ზურგს უმაგრებს ზოგიერთ ქვეყანაში ტრასნგენდერი ადამიანების უფლებების საწინააღმდეგო მოსაზრებების გააქტიურება და საზოგადოების ნაკლებად ინფორმირება მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. ევროსაბჭოს 26 წევრ ქვეყანაში სამედიცინო დიაგნოზი გენდერის სამართლებრივი აღიარების წინაპირობაა, 13 სახელმწიფო კი სტერილიზაციას ითხოვს“, — ნათქვამია ევროსაბჭოს განცხადებაში.

ანგარიში საზიანო სამედიცინო წინაპირობების უარყოფისა და გენდერის სამართლებრივ აღიარებასთან დაკავშირებით დისკუსიის (მათ შორის, მოზარდთა ინტერესებთან დაკავშირებით) გააქტიურების რეკომენდაციას იძლევა.

წინა

სოგის ნიშნით დანაშაულების დამოუკიდებელი ექსპერტის მანდატი 3 წლით გახანგრძლივდა

შემდეგი

ემა კორინი პირველი არაბინარული ადამიანია, რომელიც ამერიკული Vogue-ის ყდაზე გამოჩნდა

ბოლო სიახლეები

ნეპალში პირველი ქვიარ ქორწინება დარეგისტრირდა

FacebookTweetLinkedInEmail ნეპალის უზანაესმა სასამართლომ დააკანონა ერთნაირსქესიანთა ქორწინების რეგისტრაცია. ცოტა ხნის წინ ქვიარ წყვილმა, მაია გურუნგმა და

რომის პაპი გეგმავს ანტი ლგბტქი კარდინალისთვის პენსიისა და საცხოვრებელი სახლის ჩამორთმევას

FacebookTweetLinkedInEmail როგორც Associated Press თავის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომის პაპი აპირებს პენსიაზე მყოფი ანტი ლგბტქი

ქვიარი შპს „პოლიგრაფის“ მიმართ დისკრიმინაციის დადგენას  ითხოვს

FacebookTweetLinkedInEmail   მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში შპს “პოლიგრაფი”-ს დირექტორმა გოჩა კამკამიძემ დისკრიმინაციული მოტივით უარი თქვა ჟურნალ

რუსეთში გეი ბარების დარბევა დაიწყო

FacebookTweetLinkedInEmail მას შემდეგ, რაც რუსეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ლგბტქი მოძრაობა “ექსტრემისტულად” გამოცხადდა, პოლიციამ მალევე დაიწყო მოსკოვში