ყველასთვის საყვარელ დრეგ ქუინს ადორ დელანოს ქამინგ აუთი ჰქონდა, ის ტრანსგენდერი ქალია და ამბობს, რომ უკვე რამდენიმე თვეა ტრანზაქციის პერიოდი აქვს.
ცოტახნის წინ ადორმა ინსტაგრამზე 10 წუთიანი ვიდეო ატვირთა, სადაც იგი ინტერნეტში გავრცელებულ ჭორებს პასუხობდა. ბოლო დროს სოციალურ ქსელებში ხშირად იყო კითხვები ადორის სხეულსა და სქესთან დაკავშირებით. მან დაადასტურა, რომ ტრანზაქციის პერიოდი აქვს და თქვა, რომ თავდაპირველად ეს ძალიან ჩუმად ხდებოდა, რადგან პუბერიტის ეტაპების გავლა მარტოს უნდოდა.
„აღმოვაჩინე, რომ ეს პროცესი იყო ძალიან განმანათლებელი და გამხადა ყველაზე ბედნიერი, რაც კი ოდესმე ვყოფილვარ ჩემს ზრდასრულ ცხოვრებაში“, – ამბობს ადორი.
დელანომ განმარტა, რომ ორი წლის წინ, როდესაც ფხიზელი იყო, იძულებული გახდა ეღიარებინა თავისი გრძნობები სქესის შესახებ, რომელიც ბავშვობიდან არსებობდა.
„ეს არის განცდა დისფორიიდან ეიფორიამდე“, – თქვა მან.
ადორს 12 წლის ასაკში ჰქონდა ქამინგ აუთი, როგორც ბაისექსუალს, შემდეგ კი გეის. საშუალო სკოლის პერიოდში ადორი, როგორც გოგონა ისე ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ არც კი იცოდა სიტყვა ტრანსგენდერი დედას უთხრა: „მე ბიჭი არ ვარ, მე გოგო ვარ. მინდა ვიცხოვრო, როგორც გოგომ“.
საბედნიეროდ, დედამ მხარი დაუჭირა და მაკიაჟის და საკუთარი სურვილისამებრ სამოსის ჩაცმის უფლება მისცა, რაზეც ადორი დედას მადლობას უხდის. თუმცა ყველაფერი შეიცვალა, როცა 2008 წელს, 16 წლის ასაკში, American Idol-ში გადაიღეს.
„მე გადავაგდე. დავწვი. შევეცადე საკუთარი თავის ხელახლა გამოგონება. ხელახლა გამოვიგონე ჩემი თავი, რაღაც არასასიამოვნო იყო, ეს თითქმის მსხვერპლს ჰგავდა იმისთვის, რომ მიმეღო ის, რაც კარიერაში მინდოდა“, – იხსენებს ადორი.
2014 წელს, როდესაც ადორი Drag Race-ის მე-6 სეზონში გამოჩნდა, ის უკვე მიჯაჭვული იყო იმ პერსონასთან, რომელიც არ შეესაბამებოდა.
ახლა დელანო მზად არის მიიღოს მისი გენდერული იდენტობა. „საკუთარ თავზე ვზრუნავ და თავს მშვენივრად ვგრძნობ“,- ამბობს ის.
დელანომ ასევე თქვა, რომ ნოემბერში მან გაიკეთა სქესის დადასტურების დაუზუსტებელი ოპერაცია, ნაბიჯი, რომელიც მან აღწერა, როგორც „წიგნის ეიფორიულ თავში გადასვლა“.
„ჩვენ მხოლოდ ერთი სხეული გვაქვს, იმისდა მიხედვით, თუ რისი გჯერა. მაგრამ ამ დედამიწაზე და ამ ცხოვრებაში, მე ვაპირებ მისგან საუკეთესო გამოვიყენო და ყველაზე მეტი წვენი გამოვწურო, როგორც მე. რაც შემიძლია თქვენთვის გავხდები ყველაზე ლამაზი პეპელა“, – თქვა ადორმა.
ადორს სოციალურ ქსელებში სიყვარულით გამოეხმაურნენ.
კიდევ ერთი Drag Race სუპერსტარი კორტნი აქტი წერს: „მე შენთან ერთად გავდივარ ნებისმიერ მოგზაურობაში. მიყვარხარ სამუდამოდ. My ride or die“!
კიდევ ერთი ტრანსგენდერი ქალი პეპერმენტი წერს: „მე ძალიან ვამაყობ შენით. კეთილი იყოს შენი მობრძანება სახლში“.
კორნბრედმა ასევე გამოხატა თავისი ბედნიერება და მსუბუქი რჩევა მისცა: „გააფრთხილეთ მეგობრები, რომ განწყობის ცვალებადობა ნორმალურია. ეს ყველას უფლებაა და მათ პატივი უნდა ვცეთ, რომ ეს განიცადონ“.