პირველი პატიმარი ტრანსგენდერი ქალი, რომელსაც შესაძლოა სქესის დადასტურების ოპერაცია ჩაუტარდეს

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სასამართლოს მოსამართლის ბოლო გადაწყვეტილებით, შესაძლოა, პატიმარ ტრანსგენდერ ქალს სქესის დადასტურების ოპერაცია ჩაუტარდეს. ამ კვირაში მოსამართლემ შეერთებული შტატების ბიუროს დეტალური ვადების დასახელება მოსთხოვა, რომელშიც გაწერილი იქნებოდა, თუ როგორ უზრუნველყოფდნენ ქრისტინა ნიკოლ იგლესიასისთვის აღნიშნულ პროცედურის მიღებას. პატიმარი ამას სასამართლო პროცესის განმავლობაში ითხოვდა.

ტრანსგენდერი ადამიანების თანასწორობის ეროვნული ცენტრის მრჩეველმა ალექსის რანგელმა განაცხადა:

„ეს არის ის, რაც დიდი ხანია, დაგვიანებულია. ჩვენ ვაღიარებთ, რომ პატიმრობაში მყოფ ტრანსგენდერ ადამიანებს შესაბამისი ზრუნვის მიღების ფუნდამენტური უფლება აქვთ“

აშშ-ს კონსტიტუციით, ფედერალური ციხეები ვალდებულნი არიან, პატიმართა ჯანმრთელობის დაცვის ყველა საჭირო ხარჯი დაფარონ. იგლესიასის ადვოკატი, ჯოშუა ბლეჩერ-კოენი ამბობს, რომ დირექტივა ნამდვილად არის პირველი ნაბიჯი სქესის დადასტურების ოპერაციისკენ, მაგრამ საქმე სავსეა შეფერხებებით და ამის რეალურად განსახორციელებლად დიდი სამუშაოა გასაწევი.

დეკემბერში სასამართლომ ციხის ბიუროს დაავალა, ტრანსგენდერი ადამიანების აღმასრულებელ საბჭოს იგლესიასის ოპერაციისთვის მზადყოფნა შეეფასებინა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბიუროს მანდატი სასამართლოს ბრძანებით ჰქონდა მიღებული. სასამართლოს ჩანაწერების მიხედვით, საბჭო უმაღლესი დონის ჯგუფია, რომელშიც ორი ფსიქიატრი, ფსიქოლოგი და ფარმაცევტი შედის.

კვირების განმავლობაში საბჭო ამბობდა, რომ დანიშნავდა ქირურგიულ კონსულტაციას, მაგრამ, საბოლოოდ, იგლესიასი გადასცა ქირურგს, რომელსაც არ შეეძლო ვაგინოპლასტიკის ჩატარება, ამის შემდეგ კონსულტაციები სხვა ქირურგებთანაც ჩაიშალა.

მოსამართლის უახლესი ბრძანება, რომელიც ორშაბათს გამოიცა, ბიუროს ყოველკვირეული მოხსენებების წარდგენას ავალდებულებს. იგლესიასისთვის ევალებათ კვალიფიციური ექიმის მოძებნა, რომელიც პროცედურის ჩატარებას შეძლებს, სანამ პატიმარს გაათავისუფლებენ.

ციხის ბიუროს სპიკერმა თქვა, რომ სამართალწარმოებასა და სასამართლო პროცესზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით ბიურო კომენტარს არ გააკეთებს.

გავრცელებულ განცხადებაში, 47 წლის იგლესიასი იმედოვნებს, რომ საბოლოოდ მიიღებს იმ დახმარებას, რომელიც, როგორც ქალს სრულყოფილად ცხოვრებისათვის სჭირდება.

„წლების განმავლობაში ბიურო არ მაძლევდა ოპერაციის გაკეთების საშუალებას, ის დღემდე აგრძელებს ახალი მიზეზების მოფიქრებასა და ჩემს გზაზე დაბრკოლებების შექმნას. მადლობელი ვარ, რომ სასამართლომ ჩემი საქმის აქტუალურობა აღიარა“

გაბრიელ არკლსმა, ტრანსგენდერი ადამიანების სამართლებრივი დაცვისა და განათლების ფონდის უფროსმა მრჩეველმა, თქვა, რომ ფედერალური მთავრობა დიდი ხანია წინააღმდეგობას უწევს ტრანსგენდერი პატიმრების საჭირო ქირურგიულ უზრუნველყოფას.

„ყველა პატიმრობაში მყოფ ადამიანს აქვს უფლება, ისარგებლოს ჯანდაცვით, რომელიც სჭირდება. არაკონსტიტუციური და ამორალურია ჯანდაცვის მიღებაზე უარის თქმა ვინმეს სქესის გამო“

ამ დროისთვის, ფედერალური ციხის სისტემაში დაახლოებით 1200 ტრანსგენდერი ადამიანი იმყოფება, რაც პატიმრების 0.7%-ს შეადგენს.

სასამართლო დოკუმენტებში ნათქვამია, რომ იგლესიასს 2015 წლამდე ჰორმონოთერაპია არ მიუღია, ხოლო მომდევნო წელს ციხის ჯანდაცვის წარმომადგენლებს აცნობა, რომ სქესის შეცვლის ოპერაციის გაკეთება სურდა. მან ქალთა ციხეში გადაყვანა მოითხოვა არა მხოლოდ საკუთარი ვინაობის გამო, არამედ მამაკაცი პატიმრების მხრიდან შევიწროების გამოც.

საბოლოოდ, 2021 წლის მაისში, ის გახდა ერთ-ერთი იმ რამდენიმე ტრანსგენდერ პატიმარს შორის, რომლებიც გადავიდნენ სხვა ფედერალურ ციხეში საკუთარი გენდერული იდენტობის შესაბამისად.

ბლეჩერ-კოენი იმედოვნებს, რომ სასამართლოს ბრძანება ციხის ბიუროს საბოოლოდ აიძულებს, იგლესიასმა საჭირო დახმარება მიიღოს.

 


 

წყარო: USA Today 

წინა

რატომ არის ლესბოსელთა ხილვადობის დღე მნიშვნელოვანი

შემდეგი

12 ქვიარ გამომგონებელი, მეცნიერი და ინოვატორი, რომლებმაც შეცვალეს სამყარო 

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი