ცნობილი ადამიანები უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე

24 თებერვალს რუსული ჯარი თავს დაესხა უკრაინას და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. ამ დღის შემდეგ არაერთი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს:

 

ჯარედ ლეტო 

 

“ჩემს მეგობრებს და ოჯახის წევრებს უკრაინაში – გული მწყდება, რომ ეს კონფლიქტი ასე გამწვავდა, გთხოვთ, თავს გაუფრთხილდით, გიგზავნით ფიქრებს თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანებს ამ ქაოტურ და დამანგრეველ დროში” – წერს ჯარედ ლეტო

 

Cardi B

“მინდა, რომ მსოფლიო ლიდერებმა დაამთავრონ სწრაფვა ძალაუფლებისკენ და დაფიქრდნენ, ვინ ზარალდება რეალურად ყველაზე მეტად (მოქალაქეები). ომი, სანქციები, შეჭრა – უნდა იყოს ბოლო, რაზეც ლიდერებმა უნდა ინერვიულონ” – Cardi B

 

შერი

 

“ახლა უნდა დავეხმაროთ უკრაინელ ძმებს და დებს. ისტორიის განმავლობაში დიქტატორებმა შთანთქეს პატარა ერები და რაც უფრო მეტს ჭამენ, უფრო მშივრები არიან. მე ვიცხოვრე ცივი ომის პერიოდში. პუტინს არ უნდა მიეცეს ნება, რომ გადაყლაპოს ქვეყნები. თუ ტრამპს ავირჩევთ, თამაში წაგებულია. მას უყვარს პუტინი და რასაც ის აკეთებს.”

 

პენელოპა კრუზი 

https://www.instagram.com/p/CaXwtfWLrio/?utm_source=ig_embed&ig_rid=da912c5a-8484-4d5a-9b5e-326b567a6746

Instagram-ის საშუალებით უკრაინის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა ესპანელმა მსახიობმა, პენელოპა კრუზმა:

“ათასობით ბავშვი დღეს შუაღამეს აფეთქებების ხმამ გააღვიძა. ისინი არიან ჩვენი პრიორიტეტი. მათთვის უნდა უზრუნველვყოთ, რომ ცეცხლი შეწყდეს“.

 

რაიან რეინოლდსი 

რაიან რეინოლდსმა და ბლეიქ ლაივლიმ უკრაინის მხარდასაჭერად დონაციას მიმართეს.

“ბოლო 48 საათში ძალიან ბევრ უკრაინელს მოუწია სახლის დატოვება და მეზობელ ქვეყნებში გადასვლა. მათ სჭირდებათ დაცვა“ – წერს რაიან რეინოლდსი თავის თვითში.

 

ანჯელინა ჯოლი

https://www.instagram.com/p/CaX44naJXse/

“ბევრი თქვენგანის მსგავსად, მეც ვლოცულობ უკრაინელი ხალხისთვის. ჩემი ყურადღება, @Refugees კოლეგებთან ერთად, მიემართება იმას, რომ ყველაფერი გაკეთდეს მათთვის, ვისაც საცხოვრებელი ადგილის დატოვება და გადაადგილება მოუწია.”

 

მარკ რუფალო 

 

“ვუგზავნი სიყვარულს და ლოცვას უკრაინის, რუსეთის და ევროპის ყველა უდანაშაულო ხალხს, რომლებიც ასიმეტრიული ძალადობის და ნგრევის ამ სამწუხარო და დამღუპველ მომენტში არიან მოხვედრილი. განსაკუთრებით ახალგაზრდებს. თქვენ არ დაგიმსახურებიათ ეს გარყვნილება და უხამსი სანახაობა.”

 

სტივენ კინგი 

“როგორც წესი, ჩემს ფოტოებს არ ვდებ ხოლმე, თუმცა დღეს გამონაკლისი დღეა”

 

მარგარეტ ეტვუდი

უკრაინის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია „მხევლის წიგნის“ კანადელი ავტორი მარგარეტ ეტვუდი, რომელიც ბოლო დღეებში ხშირად ეხმაურება რუსეთის შეჭრას უკრაინაში. თავის ერთ-ერთ ბოლო თვითში 82 წლის მწერალი წერს:

“ოჰ, ახალგაზრდებო! ძალიან საზრიანია”

 

დემნა გვასალია

უკრაინაში განვითარებულ მოვლენას ეხმაურება ცნობილი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია, რომელმაც ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა 2019 წლის კოლექციიდან.

https://www.instagram.com/p/CaeYexgoCJU/

 

მილა იოვოვიჩი

https://www.instagram.com/p/Caa-ZaJpOVj/

”გულგატეხილი და დამუნჯებული ვცდილობ, გავიაზრო ჩემს სამშობლოში, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. ჩემი ქვეყანა და ხალხი დაბომბეს. მეგობრები და ოჯახის წევრები იმალებიან. ჩემი სისხლი და ფესვები მოდის როგორც რუსეთიდან, ასევე უკრაინიდან. ამ საშინელების ყურებისას, ორად ვარ გახლეჩილი. ქვეყანა ნადგურდება. ოჯახები დევნილები ხდებიან, მთელი ცხოვრება მათ გარშემო დანახშირებულ ფრაგმენტებად იქცა. მახსოვს ომი მამაჩემის სამშობლოში, ყოფილ იუგოსლავიაში და ისტორიები  ტერორზე და ტრამვებზე, რომლებიც მათ გამოსცადეს. ომი, ყოველთვის ომი. ლიდერები, რომლებსაც მშვიდობის დამყარება არ შეუძლიათ. დაუსრულებელი იმპერიალიზმი და ყოველთვის ხალხი, რომლებიც სისხლით და ცრემლით იხდის.”

წინა

პუტინი ისტორიული მარცხისკენ მიისწრაფვის – იუვალ ნოახ ჰარარი

შემდეგი

გზები, რომლითაც უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას შეძლებთ

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი