დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის დაცვის სააგენტომ მოქალაქეებს სქესობრივი გზით გადამდები დაავადების, შიგელას შესახებ შეახსენა, რომელსაც ანტიბიოტიკების მიმართ მზარდი რეზისტენტობა აქვს. დიდ ბრიტანეთში ბოლო ოთხ თვეში დაავადების 47 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ბევრად აღემატება ადრინდელ შემთხვევებს, თანაც, ანტიბიოტიკების მიმართ მაღალი რეზისტენტობა აქვს.
შიგელა ნაწლავური ინფექციაა და დიარეას (ზოგჯერ სისხლნარევს), მუცლის მოვლით ტკივილს, ღებინებას და სიცხეს იწვევს. გამომწვევი მიზეზი ფეკალიებში ნაპოვნი ბაქტერიაა. განსაკუთრებით უნდა იფრთხილონ მათ, ვისაც დაუცველი ანალური სექსი, შესაძლოა, ორალური სექსი აქვს, ასევე დაუბანელი ხელი თუ თეთრეულის დაბინძურება შეიძლება იყოს სარისკო.
შიგელა ვერ გადაგედება: კოცნით ან ჩახუტებით, საერთო ჭურჭლის გაზიარებით, ყოველდღიური ურთიერთობისას (სამსახურში თუ საჯარო ადგილებში)
სიმპტომები ხშირად სქესობრივი აქტიდან 1-3 დღის შემდეგ ვლინდება და ერთ კვირამდე გრძელდება, მაგრამ დაინფიცირებულ ადამიანთან სექსი შეიძლება 1 თვის განმავლობაში სარისკო იყოს. შიგელაზე ტესტირება ფეკალიების გამოკვლევით ხდება, ვირუსის სექსის შედეგად გადადების შემთხვევაში, ექიმები სქესობრივი გზით გადამდებ სხვა დაავადებებზე ტესტირების რეკომენდაციას გასცემენ. აუცილებელია სექსუალური პარტნიორის გაფრთხილებაც, გაიკეთოს ტესტი. ანტიბიოტიკებს, როგორც წესი, ვირუსის გავრცელების შემცირების მიზნით ნიშნავენ, შიგელას ზოგიერთ ფორმას მკურნალობაც არ სჭირდება, მაგრამ შედარებით მძიმე ფორმებისას მკურნალობა აუცილებელია.
შიგელასგან თავის დასაცავად, სექსის დროს: დაიბანე ხელები და ტანი სექსამდე და სექსის შემდეგ, რიმინგს მოერიდე, ანალური და ორალური სექსის დროს სხვადასხვა პრეზერვატივი გამოიყენე, არ გაცვალო სექს-სათამაშოები
ინფიცირებული ადამიანი უნდა მოერიდოს სხვისი პირსახოცის ან თეთრეულის გამოყენებას, სარეცხი რაც შეიძლება მაღალ ტემპერატურაზე უნდა გაირეცხოს. რეგულარულად დაიბანეთ ხელები ცხელი წყლით და საპნით.
ფოტო: CDC