ნეტფლიქსის არაბულენოვანი ფილმის რეჟისორებს გარყვნილების შემცველი მასალის გავრცელებაში ადანაშაულებენ

Netflix-ის პირველმა არაბულენოვანმა ფილმმა ეგვიპტეში გარყვნილებისა და ტრადიციული ღირებულებების შელახვის გამო დიდი კამათი გამოიწვია.

ფილმი 2016 წელს გამოსული იტალიური ეკრანიზაციის Perfect Strangers-ის რიმეიქია და მისი სახელწოდება ითარგმნება, როგორც Dearest Friends. ის შვიდ მეგობარზეა, რომლებიც ერთმანეთს სადილზე ხვდებიან და თამაშს გადაწყვეტენ – მობილურებს მაგიდაზე აწყობენ, რაც ნებისმიერს ახალი შეტყობინებებისა და ზარების ნახვის საშუალებას აძლევს. მოქმედება ლიბანში ვითარდება. მასში სექსუალური ხასიათის შეხვედრები და ქორწინების გარეშე ურთიერთობებია აღწერილი, ასევე, ვხვდებით პერსონაჟებს, რომლებიც ალკოჰოლს იღებენ.

დეპუტატმა და ტელეჟურნალისტმა მუსტაფა ბაკრიმ ეგვიპტის პარლამენტის თავმჯდომარეს ფილმის რეჟისორებთან დაკავშირებით საჩივრით მიმართა. მან ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა, რომ Netflix-სთან თანამშრომლობა შეწყვიტოს და ასევე  აღნიშნა, რომ ეს არ არის პირველი ფილმი, რომელიც ეგვიპტური და არაბული საზოგადოებების ღირებულებებისა და ტრადიციების შეურაცხყოფას ისახავს მიზნად. კინორეჟისორებს „ჰომოსექსუალობის ხელშეწყობაში“ ადანაშაულებენ. სავარაუდოდ, ბრალდება ფილმში გამოჩენილ გეი პერსონაჟს უკავშირდება.

Ფილმში მონაწილე ერთ-ერთი მსახიობი ქალი, მონა ზაკი, მტრული ონლაინ კამპანიის სამიზნეც კი გახდა იმ სცენის გამო, რომელშიც ის საცვლებს იხდის. ამის შესახებ ეგვიპტის მსახიობთა კავშირმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის მსახიობს მხარს დაუჭერს იმ შემთხვევაში, თუკი მის წინააღმდეგ რაიმე სახის ზომების მიღებას შეეცდებიან.

Getty Images

ეგვიპტეში ფილმის აკრძალვის მოწოდებების საპასუხოდ, მხატვრული ნაწარმოებების ცენზურის ორგანოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ქვეყანა ვერ შეძლებს ფილმის აკრძალვას, რადგან ის ლიბანური პროდუქტია.

ეგვიპტელი მსახიობები და კინოკრიტიკოსები ფილმს მხარს უჭერენ და არ ეთანხმებიან გავრცელებულ ბრალდებებს, როგორც მსახიობების, ასევე რეჟისორების წინააღმდეგ.

წინა

სფფ-ის რეგულაციები ქალი ფეხბურთელების რეპროდუქციულ ჯანმრთელობას არ ითვალისწინებს – სახალხო დამცველი

შემდეგი

სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, რომელსაც ანტიბიოტიკებზე მაღალი რეზისტენტობა აქვს

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების