უამრავი მშობელი ეძებს პასუხს იმაზე, როგორ დაამყაროს კომუნიკაცია საკუთარ შვილთან, რომელიც საუბარს იწყებს თავის სექსუალობაზე, აკეთებს ქამინგაუთს და დამალვას აღარ ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ, სამწუხაროდ, ყველა ოჯახს ამის მარტივად მიღება არ შეუძლია, არსებობს გზები, რომ შვილებმა მშობლებისგან მიიღონ ის, რისი საჭიროებაც აქვთ და ამავე დროს, დისკომფორტი არც მშობლებმა იგრძნონ.
გთაზავობთ რამდენიმე გზას შვილების ლგბტ იდენტობის მისაღებად და მხარდასაჭერად:
1. ესაუბრეთ შვილებს მათ გრძნობებზე, არ დაიშუროთ მხარდამჭერი სიტყვები და ჩახუტება თუ ისინი თავს ზედმეტად გრძნობენ. გაარკვიეთ, რა შეიძლება თქვენგან დასჭირდეთ და ასევე, გაიგეთ, უნდათ თუ არა დახმარება და გვერდში დგომა ახალი ამბის ნათესავებთან და საყვარელ ადამიანებთან გაჟღერების პროცესში.
2. ხმამაღლა ისაუბრეთ მათ წინააღმდეგ, ვინც თქვენი შვილის ლგბტ იდენტობის გამო საჯაროდ შერცხვენას შეეცდება. ესინი შეიძლება იყვნენ მეზობლები, ნათესავები და მათ შორის, ოჯახის მეგობრებიც, რომლებსაც არ სურთ, ან ყოყმანობენ მიიღონ ის. სხვების მიერ თქვენი შვილის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის, დამცირებისა და არასათანადო მოპყრობის შეწყვეტამ, შესაძლებელია, სასწაულები მოახდინოს, თავი უკეთესად აგრძნობინოს და დაარწმუნოს იმაში, რომ მას მხარს ნამდვილად უჭერენ და მარტო არაა.
3. მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის წევრები სიყვარულითა და პატივისცემით მოეპყრონ თქვენს შვილს, რომელიც, პირველ რიგში, იბრძვის იმისთვის, რომ მიიღოს საკუთარი თავი.
4. კარგი იქნება, თუ თქვენს შვილს ხელს შეუწყობთ მისი ლგბტ პიროვნების აღმოჩენაში. ეს ყველაფერი კარგი კარიერისა და უსაფრთხო მომავლისკენ გაუხსნის გზას, რადგან შეიძლება თავად საკუთარი თავი ვერცერთ სფეროში დაინახოს.
5. თქვენთვის, როგორც მშობლისთვის, ძალიან სასარგებლო იქნება სხვა ლგბტ ახალგაზრდების მშობლების გაცნობა. ეს კავშირი საშუალებას მოგცემთ, გაიგოთ მათი საერთო პრობლემები, რომელსაც სხვა მოზარდებიც აწყდებიან ამ ბრძოლაში. ეს იქნება ერთგვარი უსაფრთხო გარემო, სადაც შეძლებთ თქვენს პრობლემებზე ღიად საუბარსა და მხარდაჭერის მიღებას.
6. და ბოლოს, შეეცადეთ, კომუნიკაცია დაამყაროთ თქვენი შვილის ლგბტქ მეგობრებთან, ან თუნდაც პარტნიორთან (რა თქმა უნდა, მისი არსებობის შემთხვევაში), რადგან ეს შეიძლება მიღების საბოლოო სიმბოლოდ იქცეს, რომელსაც თქვენი შვილი თქვენგან ელის.
კლასელებთან, კურსელებთან, ან, თუნდაც, თანამშრომლებთან ქამინგაუთი, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე და ცვლილებაა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, შვილებისთვის მიმღებლური გარემოსა და მხარდამჭერი ატმოსფეროს შექმნა, რაც გააუმჯობესებს როგორც თქვენი, ასევე თქვენი შვილის ცხოვრების ხარისხს.
ილუსტრაცია: Caitlin-Marie Miner Ong