კლიფტონ მუნი ამერიკელი ქვიარ არტისტია, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს. ფოტოგრაფმა ლოქდაუნის დროს გადაწყვიტა, მეტი დრო დაეთმო პოლაროიდისთვის და აღებეჭდა ქვიარ მამაკაცების სხეული.
დამწყები არტისტის სოლო გამოფენა 2021 წლის 20 მაისს გაიმართა და მას შემდეგ მისი ფოტოები ისეთ გამოცემებში დაიბეჭდა, როგორებიცაა: The Advocate, Interview Magazine, Pineaple, Analog Forever Magazine და ცნობილი ვენესუელელი დიზაინერის, კაროლინა ჰერერას 2021 წლის Art-book-ში.
კლიფტონ მუნი: „პოლაროიდის ფოტოებით დიდი ხანია ვარ გატაცებული, არც კი მახსოვს, როდის დავიწყე ფოტოების გადაღება. ყველაზე ამაღელვებელი, მოულოდნელობის ეფექტია, როცა არ იცი, რა გამოვა პოლაროიდის აპარატიდან. მგონია, რომ პოლაროიდი ნამდვილი ფოტოგრაფიაა.
ციფრული ინსტრუმენტების და ფოტოშოპის ეპოქაში, პოლაროიდი უფრო და უფრო ძვირფასი ხდება ჩემთვის. „ნეგატივი“ უკვე არის პროდუქტი. მომწონს, რომ დროის აღბეჭდვა მარტივად შემიძლია და არ მჭირდება დრო იმისთვის, რომ საბოლოო ფოტო მივიღო“.
წყარო: cliftonmooney.com
ფოტო: კლიფტონ მუნი