საქართველოს ქალ მსჯავრდებულთა ნაკრები ონლაინ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ჩემპიონატი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა, ჩემპიონატი „ჭადრაკი მშვიდობისთვის“ პროგრამის ნაწილია, რომელსაც საფუძველი 2020 წელს ჩაეყარა.
ონლაინ ჩემპიონატში 2021 წლის 13-14 ოქტომბერს, 31 ქვეყნის 43 მსჯავრდებულმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის განცხადებით, მან სრულად დააფინანსა საქართველოს ქალ მსჯავრდებულთა შიდა ტურნირებისა და ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპები, პრიზიორებისთვის, ფონდს დაწესებული აქვს სპეციალური ჯილდოები.
აღსანიშნავია, რომ ფონდის დაფინანსებით ჭადრაკის ინვენტარით აღიჭურვა სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულება.
წყარო: სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მსოფლიო ფონდი
ილუსტრაცია: https://dribbble.com/shots/4148603-Chess-illustration