გაეროს ექსპერტებმა რუსეთის მთავრობას მიმართეს ოფიციალური წერილით, რომელშიც ხაზი გაუსვეს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილ დარღვევებს საკუთარი ქვიარ მოქალაქეების მიმართ.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ლგბტქი მეგობრულ ბარებსა და კლუბებში ჩატარდა საპოლიციო რეიდები, რა დროსაც პოლიციელები უღებდნენ ფოტოებს სტუმრებს და მათ პირად დოკუემნტებს.
ასევე, რუსეთში სისხლის სამართლებრივი დევნის საფრთხის გამო საქმიანობა შეწყვიტეს ლგბტქი უფლებადამცველებმა, ადვოკატებმა და ორგანიზაციებმა.
გაეროს ექსპერტები აცხადებენ, რომ:
საპოლიციო ღონისძიებები, მათი ფართო მასშტაბის გათვალისწინებით, მიზნად ისახავენ რუსეთში მცხოვრები ლგბტ თემის წევრების დაშინებას.
სექსუალური ორიენტაციის ან/და გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების მსხვერპლი ქვიარები რჩებიან სამართლებრივი დაცვის გარეშე და მართლმსაჯულების მიღმა.
„რუსეთის პრეზიდენტის გაცხადებული მიზანი შეინარჩუნოს ანტი ლგბტ პოზიცია საკუთარი პოლიტიკური პროგრამის წამყვან საყრდენად, მიუთითებს რუსეთში ლგბტ ადამიანების უფლებების უკანასკნელი გარანტიების მსხვრევას,“ – ამბობენ გაეროს ექსპერტები.
გამოყენებული მასალა: https://news.un.org/en/story/2023/12/1144522