ღიად გეი დეპუტატმა, მარკ პოკანმა Mark Pocan კონგრესში წარადგინა ორი კანონპროექტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ლგბტქი კულტურის კვლევის ნაციონალური მუზეუმის შექმნასთან დაკავშირებით.
პირველი კანონი ითვალისწინებს კომისიის შექმნას, რომელიც განსაზვღრავს მომავალი მუზეუმის ადგილმდებარეობას, ასევე შეიმუშავებს ფინანსური რესურსების მობილიზების გეგმას და წარუდგენს კონგრესს შესაბამის სამოქმედო გეგმას. კომისიამ უნდა გადაწყვიტოს იქნება თუ არა მუზეუმი სმითსონის ინსტიტუტის Smithsonian Institution, მსაფლიოში ყველაზე დიდი მუზეუმის და კვლევითი ცენტრის ნაწილი. მეორე კანონი ფორმალურად ითვალისწინებს მუზეუმის შექმნას.
კანონპროექტი მხარდაჭერილია თანასწორობის ფრაქციის Equality Caucus 8 ლგბტქი+ თანათავმჯდომარის მიერ, მათ შორის მარკ პოკანი Mark Pocan (დემოკრატი ვისკონსის შტატიდან), ბეკა ბალინტ Becca Balint (დემოკრატი ვირჯინიის შტატიდან), ენჯი კრეიგი Angie Craig (დემოკრატი მინესოტიდან), შარის დევიდსი Sharice Davids (დემოკრატი კანზასის შტატიდან), რობერტ გარსია Robert Garcia (დემოკრატი ილინოისის შტატიდან), კრის პაპასი Chris Pappas (დემოკრატი კალიფორნიის შტატიდან) და რიჩი ტორესი Ritchie Torres (დემოკრატი ნიუ-იორკის შტატიდან).
„ეს მუზეუმი, დიდწელად იმის მსგავსია, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ აფროამერიკელების, მკვიდრი ამერიკელების, ლათინოამერიკელების და ბოლო დროს აზიელი ამერიკელების აღიარებისთვის“ – განმარტა პოკანმა ტვიტერზე გამოქვეყნებული ვიდეოს მეშვეობით.
BREAKING: I’ve just introduced legislation to create a National Museum of American LGBTQI+ History and Culture. As our community faces unprecedented attacks and attempts to erase our history, we must preserve and protect our stories for future generations. pic.twitter.com/xkxdcCXAo0
— Rep. Mark Pocan (@RepMarkPocan) October 27, 2023
წყარო: https://www.lgbtqnation.com/2023/10/queer-legislators-introduce-bill-to-create-national-lgbtq-history-museum/?utm_content=bufferd3940&utm_medium=social&utm_source=facebook.com&utm_campaign=buffer&fbclid=IwAR19voLzHT8Hm4gV90RZv6F2vk5GJPxmFlxDTUr24bbrM9lAmtqwKBB9Cas