ბათუმში სამოქალაქო აქტივისტების მიერ პარასკევს, 13 ოქტომბერს, 12:30 საათზე მეორე საჯარო სკოლის ეზოში მოეწყობა მიუსაფარ ცხოველთა (კნუტების და ლეკვების) გამოფენა-გაჩუქება.
ინიციატივის მიზანია ბავშვებში და ზრდასრულებშიც ამაღლდეს ცნობიერება იმასთან დაკავშირებით რამდენად მნიშვნელოვანია ცხოველებზე ზრუნვა, რაც მათ მიმართ პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას და აქედან გმაომდინარე გასტერილების საჭიროებას მოიცავს. ასევე ინიციატივის მიზანია საზოგადოებაში მიუსაფარი ცხოველების მიმართ ფუმანური დამოკიდებულების გაღვივება და ცხოველების მიმართ შიშის დაძლევა, ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ერთ-ერთი აქტივისტი, თეონა ყურშუბიძე აქვეყნებს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.
გამოფენა-გაჩუქების აქციაზე დასწრება თავისუფალია. მისამართი: ბათუმი, ხარიტონ ახვლედიანის ქუჩა #19. განცხადების სრული ტექსტის ნახვა შესაძლებელია აქ.