ორშაბათს, რომის პაპმა პასუხი გასცა კარდინალების კითხვას, რომელიც კათოლიკური ეკლესიის პროტოკოლს ეხებოდა. კერძოდ, შეუძლიათ თუ არა მღვდლებს აკურთხონ ერთნაირსქესიანი წყვილები.
პაპმა ოფიციალურად განაცხადა, რომ კათოლიკური ეკლესია აღიარებს კაცსა და ქალს შორის ქორწინებას, რომლებიც “მზად და ღია არიან შთამომავლობისთვის,” თუმცა დაამატა, რომ ერთნაირსქესიან წყვილებსაც უნდა ჰქონდეთ კურთხევის შესძლებლობა, რაც უნდა განისაზღვროს მღვდელის მიერ “ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად” და იმ შემთხვევაში, თუ წყვილი “ქორწინების მცდარ შეხედულებებს” არ ავრცელებს.
ფრანცისკეს აღნიშნული განცხადება ეწინააღმდეგება ვატიკანის კონგრეგაციის წესდებას, სადაც ნათქვამია, რომ არ შეიძლება ერთნაირსქესიანთა წყვილების დალოცვა, რადგან “ღმერთს არ შეუძლია ცოდვილთა კურთხევა”. იმავდროულად, გერმანიის ეკლესიამ მიმდინარე წელს კურთხევა მისცა მღვდლებს, დაელოცათ რამდენიმე ერთნაირსქესიანი კავშირი. ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობს გერმანული ეკლესიის რეფორმები მას შემდეგ, რაც მრევლის რეკორდულმა რაოდენობამ დატოვა ეკლესია.
ბევრმა საერთაშორისო ქვიარ ორგანიზაციამ დადებითად შეაფასა პაპის ბოლო განცხადება და აღნიშნა, რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია ქვიარ ადამიანების სასიკეთოდ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ვატიკანი შორს არის პროგრესული და ღია ცვლილებების განსახორციელებლად, თავად ფრანცისკე კი, ხშირად აკეთებს ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ქვიარ ადამიანებთან დაკავშირებით.
წყარო: https://www.them.us/story/pope-catholic-church-same-sex-unions