28 სექტემბერს ვილნიუსში ლგბტ ორგანიზაცია LGL-ის მიერ ჩატარებული პროტესტის მიზანს წარმოადგენდა ლიტვის იუსტიციის მინისტრის წინადადების მხარდაჭერა, რომლის მიხედვით უნდა გაუქმდეს ლიტვის კანონის დებულება არასასურველი საჯარო ინფრომაციისგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ და ხაზგასმულია ინკლუზიური განათლების საჭიროება.
მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს აქციის ჩატარებაში ხელი შეუშალეს ე. წ. „ტრადიციული ოჯახის ღირებულებების“ დამცველი ჯგუფების წარმომადგენლებმა. მათ 28 სექტემბერ, დილის საათებში ფიზიკურად დაიკავეს აქციის ჩატარების ადგილი, მშვიდობიანი პროტესტის ხელშეშლის მიზნით.
მარგინალური დაჯგუფების მონაწილეებმა ალყაში მოაქციეს ადგილზე მისული ლგბტქი აქტივისტები, აყენებდნენ მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას, არ აძლევდნენ სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობას, გაანადგურეს აქციაზე მიტანილი ცისარტყელისფერებიანი დროშა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგნელები, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ლგბტქი აქტივისტები პოლიციელებს სთხოვდნენ დახმარებას, ისინი უმოქმედოდ იყვნენ. ორგანიზაცია LGL-ის ხელმძღვანელის, ვლადიმერ სიმონკოს განცხადებით, ეს იყო დამამცირებელი გამოცდილება, რომელმაც აჩვენა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას არ აქვს უნარი დაიცვას მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლება.
ინფორმაციის წყაროა ლიტვური ორგანიზაცია LGL-ის საიტზე განთავსებული სტატია: https://www.lgl.lt/en/?p=27266