//

“არ ვიღებთ ახალ დირექტორს” – მწერლები და გამომცემლები დუმბაძეზე

მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები მწერალთა სახლის დირექტორად ქეთევან დუმბაძის დანიშნვას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ “არ იღებენ ახალ დირექტორს”.

ერთობლივ განცხადებაში ისინი აღნიშნავენ, რომ კულტურის სამინისტროს პოლიტიკას დაუმორჩილებლობას უცხადებენ.

“მწერალთა სახლი ქართული ლიტერატურული პროცესის ცენტრალური ინსტიტუციაა, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის მიერ საქართველოს გარშემო შექმნილი იზოლაციური კედლის ნგრევას, უზრუნველყოფს საქართველოს კულტურულ ჩართულობასა და მონაწილეობას სხვადასხვა უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო პლატფორმაზე.

ქართული ლიტერატურისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას, დღიდან მისი დაარსებისა ხელმძღვანელობდა ნატალია ლომოური, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში, მწერალთა სახლის გუნდთან ერთად ქმნიდა და ახორციელებდა უმნიშვნელოვანეს პროექტებს ქართული ლიტერატურისა და ზოგადად ქართული კულტურისთვის.

ყველა ადამიანის საქმიანობაზე შეიძლება არსებობდეს განსხვავებული აზრი, ყველა ინსტიტუციის ხელმძღვანელი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ სახელმწიფოს მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურში ადამიანის მიერ გაწეული შრომა ყოველთვის იყოს სათანადოდ დაფასებული და აღიარებული. ასევე მნიშვნელოვანია ისეთი საერთო ეროვნული ინტერესების მატარებელი სფეროები როგორიცაა კულტურა, განათლება და ეროვნული უსაფრთხოება ყოველთვის თავისუფალი იყოს ვიწრო პოლიტიკური და პარტიულ-ჩინოვნიკური ჩარევებისა და გადაწყვეტილებებისგან. შესაბამისად, ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის ხელმძღვანელის დაკავებული პოზიციიდან გაშვება და ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა სფეროში მომუშავე ადამიანებთან კონსულტაციის გარეშე, ვიწროპარტიული ხედვითა და დახურულ კარს მიღმა, სრულიად შეუთავსებელი, მიუღებელი და წარმოუდგენლად შეურაცხმყოფელია ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის.

როდესაც კულტურის მინისტრს არ შეუძლია ელაპარაკოს ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებს, არ აქვს სურვილი მივიდეს მწერალთა სახლში, დააფასოს და აღიაროს მისი თანამშრომლების მიერ ათი წლის განმავლობაში გაწეული უზარმაზარი შრომა, ის კარგავს ლეგიტიმაციას.

მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, პარტიული კუთვნილების ნიშნით შეარჩიოს და ერთპიროვნულად დახურულ კარს მიღმა დანიშნოს ისეთი ინსტიტუციის ხელმძღვანელი, როგორიცაა მწერალთა სახლი, კატეგორიულად მიუღებელია. ის წარმოადგენს საბჭოთა ტოტალიტარული ტრადიციის ამაზრზენ გამოხატულებას და დამაზიანებელია ქართული კულტურისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ურთიერთობებისთვის.

ჩვენ, ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურულ სფეროში დასაქმებული ადამიანები ვუცხადებთ დაუმორჩილებლობას კულტურის სამინისტროს პოლიტიკას, რომელიც ატარებს არადემოკრატიულ, საბჭოთა, ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს. შესაბამისად, ჩვენ არ ვიღებთ ახალ დირექტორს, რომელმაც ქართული საზოგადოების წინააღმდეგ ხმა მისცა “რუსულ კანონს”. არ ვაღიარებთ საბჭოთა მეთოდებით ლიტერატურულ ცხოვრებასა და პროცესებში ჩარევას. მოვითხოვთ, შეიქმნას მწერლების მიერ გამოყოფილ სამუშაო ჯგუფთან ერთად კომისია, რომელიც შეარჩევს მწერალთა სახლის დირექტორის კანდიდატს და შეიმუშავებს ახალ მართვა-გამგეობის დოკუმენტს, რომ მომავალშიც ავიცილოთ ერთპიროვნული და პარტიული გადაწყვეტილებებით მწერალთა სახლის მუშაობაში ჩარევა”, – წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

Იაკი კაბე
Გვანცა ჯობავა
Ლაშა ბუღაძე
Რატი მუჯირი
Ნინა სურამელაშვილი
Რატი ამაღლობელი
Დარეჯან კიკოლიაშვილი
Გია გოკიელი
Გიორგი შონია
Შორენა ლებანიძე
Ბუბა კუდავა
Მაკა კასრაძე
Ნათია გიორგაძე
Ნათია ორმოცაძე
Მაშო სამადაშვილი
Თაკო ლონდარიძე
Ელენე ჯაფარიძე
Თამარ კორკოტაშვილი
Დალილა გოგია
Მანანა მათიაშვილი
Ანი მილაშვილი
Თინა მამულაშვილი
Თეკლა ქველაძე
Თაკო კიკვაძე
Ნატო გორდელაძე
Დათო გორგილაძე
Რუსუდან რუხაძე
Ნატო ალხაზიშვილი
Მაია ბადრიძე
Მაია ცირამუა
Ეკატერინე ტოგონიძე
Ივა ფეზუაშვილი
Შოთა იათაშვილი
Ნატო კვარაცხელია
ბექა ადამაშვილი
ინგა ჟღენტი
ბელა ჩეკურიშვილი
ლელა კურტანიძე
მაია კუდავა
ზვიად კვარაცხელია
თამთა მელაშვილი
ბესო სოლომანაშვილი
ირაკლი სოლომანაშვილი
მაგდა ნოვაკოვსკა
კოკა ქამუშაძე
ნიკოლოზ აგლაძე
ზურა პაპიაშვილი
ბათუ დანელია
თეონა დოლენჯაშვილი
ნინია ნადირაძე
ქეთი ქანთარია
მაია ლიპარტელიანი
სალომე ბენიძე
გიორგი ხარაიშვილი
ირინე ჭოღოშვილი
მაიკო დანელია
ლელა კოდალაშვილი
ია ჯინჭარაძე
ნინი ელიაშვილი
სოფიო კუბლაშვილი
მაკო ჯანჯიბუხაშვილი
მაია ალუდაური
მაკა ლდოკონენი
ზაალ ანდრონიკაშვილი
გაგა ნახუცრიშვილი
თორნიკე სიბაშვილი
ანა კოპალიანი
თამარ კვიჟინაძე
ეკა ქევანიშვილი
ლელა დუმბაძე
ნიკა ლაშხია
ლანა კალანდია
ირაკლი ლომოური
ხათუნა თავდგირიძე
სანდრო ნავერიანი
ნუკა ღამბაშიძე
ანი ყიასაშვილი
Მარიამ კვიციანი
Ამირან რამიშვილი
თინათინ ბერიაშვილი
ტორესა მოსი
წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალი “გრანელი”
ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მწერალთა სახლის ხელმძღვანელად ქართული ოცნების დეპუტატი ქეთევან დუმბაძე დანიშნა. აქამდე მწერალთა სახლს ნატა ლომოური ხელმძღვანელობდა, თუმცა, მიუხედავად სურვილისა, სამინისტრომ მას უფლებამოსილების ვადა არ გაუგრძელა.

წინა

მწერალთა სახლს ე.წ. რუსული კანონის მხარდამჭერი ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს

შემდეგი

ნახეთ, როგორ ამბობს ბიონსე „ტრანსი მშვენიერია“ რენესანსის ტურნეს დროს

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი