შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შოვში სამაშველო ღონისძიებების შედეგად 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათი ცნობით, ამ დროისთვის, მიმდინარეობს გარდაცვლილების ამოყვანა.
კურორტ შოვში, მათ შორის, სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი რამდენიმე საათის წინ ჩამოწვა. მაშველებმა ადგილიდან 70-მდე ადამიანი უკვე გამოიყვანეს, თუმცა მოქალაქეები ავრცელებენ ცნობებს, რომ ახლობლებსა და ოჯახის წევრებს ვერ უკავშირდებიან. სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია 400-მდე მაშველი, მუშაობს 2 სამაშველო ვერტმფრენი.