თბილისი პრაიდი
თბილისი პრაიდი
//

თბილისი პრაიდი: ფესტივალის ტერიტორიაზე საგამოძიებო სამუშაოები ამ დრომდე არ ჩაუტარებიათ

თბილისი პრაიდის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებები ფესტივალის ტერიტორიაზე ამ დრომდე არ მისულან და შესაბამისი სამუშაოები არ ჩაუტარებიათ.

მათი თქმით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შეტყობინებით 10 ივლისს მიმართეს.

“გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია საგამოძიებო სამსახურების უმოქმედობის შესახებ.

8 ივლისს თბილისი პრაიდის ფესტივალის დარბევის, ლგბტქი აქტივისტების ევაკუაციის, კერძო ტერიტორიაზე შემოჭრისა და ქონების განადგურების შესახებ მედიით მთელმა საქართველომ შეიტყო. დამატებით, 10 ივლისს, თბილისი პრაიდმა შეტყობინება გააკეთა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზეც. მოვითხოვეთ ტერიტორიის დათვალიერება, ზიანის შეფასება და გამოძიების დაწყება, მათ შორის პოლიციელებისა და შსს-ს მიმართ. თუმცა, ამ დრომდე საგამოძიებო სამსახურები არ დაგვკავშირებიან, არ ამოსულან ფესტივალის ტერიტორიაზე და არ ჩაუტარებიათ შესაბამისი სამუშაოები.

დღეს გვიწევს ფესტივალის ტერიტორიიდან წავიღოთ ნივთები, რადგან ძალადობრივი მოვლენებიდან ხუთი დღე გადის. თუმცა ორგანიზაციამ დეტალურად დაადოკუმენტირა ზიანი, შეინახა ზიანის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა, რაც საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ორგანოებს გადაეცემათ”, – ნათქვამია განცხადებაში.

8 ივლისს უსაფრთხოების რისკების გამო თბილისი პრაიდის ფესტივალი გაუქმდა. ლისის მიმდებარე ტერიტორიიდან პრაიდის წევრების ევაკუაცია განხორციელდა.

პრაიდის განცხადებით, “განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ იყო კოორდინირებული და შეთანხმებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს შორის”.

მოძალადეები თავდაპირველად ვაჟა-ფშაველას ძეგლთან შეიკრიბნენ და მსვლელობით ფესტივალის ტერიტორიამდე ავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს, პრევენციის მიზნით, აქციის არც ერთი მონაწილე არ დაუკავებია. პოლიციასა და მოძალადეებს შორის ვითარება უშუალოდ ფესტივალის ტერიტორიასთან დაიძაბა. თბილისი პრაიდის წევრების გარიდების შემდეგ კი ისინი ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

იურისტები ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიზანმიმართულად არ დაიცვა ფესტივალის ტერიტორია.

წინა

ნიკოლოზ ბასილაშვილი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშულოდ ცნო

შემდეგი

ბათუმში 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს

ბოლო სიახლეები

არავის დავტოვებთ მარტო უსამართლობის პირისპირ

FacebookTweetLinkedInEmail წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია

საპროტესტო აქციების განრიგი საქართველოში და ფარგლებს გარეთ

FacebookTweetLinkedInEmail მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43