//

კალაძემ მაკდონალდსზე საუბრისას ჰომოფობიური განცხადება გააკეთა

თბილისის მერმა კახა კალაძემ მაკდონალდსზე საუბრისას ჰომოფობიური განცხადება გააკეთა. კალაძეს ჟურნალისტებმა მაკდონალდსის გამოშვებულ ბროშურაზე ჰკითხეს, რომელიც ელტონ ჯონის ცხოვრებას ეხება.

კალაძის თქმით, “დედებმა, მამებმა ხმა უნდა ამოიღონ სიბინძურის პროპაგანდის წინააღმდეგ”.

“როცა ხდება სიბინძურის პროპაგანდა, ამ ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი, ვისგანაც არ უნდა იყოს ეს და სადაც არ უნდა იყოს. როცა ხდება ბავშვებში ამ სიბინძურის პროპაგანდა, ეს ძალიან დამაზიანებელია და პირველ რიგში, ჩვენ, მამებმა, დედებმა უნდა ამოვიღოთ ამაზე ხმა. აქ საუბარია პატარებზე, ჩვენს შვილებზე და მომავალ თაობებზე. შესაბამისად, ეს არის ძალიან დიდი სიბინძურე, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს და რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა მოდიოდეს. არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა დავუშვათ და არავის უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ამ მიმართულების პროპაგანდა გაძლიერდეს ქვეყანაში”, – განაცხადა კალაძემ.

ელტონ ჯონზე მაკდონალდსის წიგნში ეწერა – “დაქორწინდა და მეუღლესთან, დევიდთან და ორ ვაჟთან ერთად შექმნა ოჯახი, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა”.
წინა

გათავისუფლებულმა ნოტარიუსმა წულუკიანს სასამართლო დავა მოუგო

შემდეგი

დააკავეს კაცი, რომელიც გერებს ნაგვიდან ნივთების შეგროვებას და ჩაბარებას აიძულებდა

ბოლო სიახლეები

არავის დავტოვებთ მარტო უსამართლობის პირისპირ

FacebookTweetLinkedInEmail წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია

საპროტესტო აქციების განრიგი საქართველოში და ფარგლებს გარეთ

FacebookTweetLinkedInEmail მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43