მუდმივად აღვივებენ ამ დაპირისპირებას და ამით ცდილობენ, შეინარჩუნონ ძალაუფლება – გიორგი კიკონიშვილი

”რეალური სივრცეში” ქვიარ აქტივისტმა, გიორგი კიკონიშვილმა, პრაიდის კვირეულისა და, ზოგადად, 5 ივლისის შემდგომ განვითარებული ამბების შესახებ ისაუბრა:

”საქართველოში ძალაუფლების კლასიკური ხაზი ჩამოყალიბდა, რომლის მთავარი პრინციპი არის ”დაყავი და იბატონე”. უკვე ბანალურიც კი გახდა ეს ხაზი და ყელში ამოგვივიდა ამის ყურებაც იმიტომ, რომ, ტრადიციულად, მიჰყვებიან ამ ხაზს, ქმნიან კონფლიქტს სხვადასხვა ჯგუფს შორის და გამოდიან თვითონ, როგორც ვითომ მომრიგებელი. ესენი არ არიან მხოლოდ ქვიარ ჯგუფები და დანარჩენი საზოგადეობა, ან ეთნიკური ჯგუფები და დანარჩენი საზოგადოება, ეს არ არის მხოლოდ უმრავლესობისა და უმცირესობის საკითხი. მუდმივად აღვივებენ ამ დაპირისპირებას და ამ დაპირისპირებებით ცდილობენ, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება იმიტომ, რომ დაპირისპირებულ ჯგუფებს ფიზიკური რესურსიც აღარ რჩებათ იმისათვის, დაუპირისპირდნენ მას, ვინც ნამდვილად არის ძალაუფლებისა და ძალადობის წყარო.

თუმცა, ამის მიუხედავად, მე მაინც მგონია, რომ ბოლო ათწლეული ცნობიერების ტრანსფორმაციის პერიოდი იყო ჩვენთვის, ჩვენ გავიაზრეთ, რომ არ უნდა ვიყოთ არავის იმედზე საკუთარი თავის, ჩვენი მეგობრებისა და თანამოაზრეების გარდა. ასევე, იმ ადამიანების იმედზე, რომლებიც ჩვენს თანამოაზრეებად მიგვაჩნია და ეს ჯგუფები და სოლიდარულება არის მზარდი. და როგორც კი ჩვენ ეს გავიაზრეთ, ჩვენვე დავიწყეთ ამ სოლიდარული კავშირების გაბმის პროცესი.

რაც მოხდა 5 და 6 ივლისს, ცხადია, არ დაწყებულა მაგ დღეს, დაიწყო ბევრად ადრე. მე ვფიქრობ, რომ ეს დაიწყო 2013 წლის 17 მაისს, აი, მაშინ მთელი თავისი დიდებულებით განახორციელეს ეს კლასიკური სცენარი, როგორ უნდა შექმნა კონფლიქტი და შემდეგ ამ კონფლიქტში გამოხვიდე ვითომ მომგვარებელი და საზოგადოება დატოვო მუდმივი დაპირისპირებისა და ურთიერთსიძულვილის მდგომარეობაში. 2013 წლის 17 მაისს ეს ძალიან დიდი მაშტაბებით გამოუვიდათ, რასაც არცერთი მხარე არ ველოდით, გამოიყვანეს 10-20 ათასი ადამიანი… თან ეს ის პერიოდია, როცა წინა ხელისუფლება წასულია, ახალი ხელისუფლებაა მოსული, რაღაცნაირი ვაკუუმია შექმნილი ძალაუფლების და ამ დროს, ვიღაცამ უნდა თქვას, ვის აქვს ნამდვილი ძალაუფლება და ეს ვიღაც აღმოჩნდა, რა თქმა უნდა, ეკლესია.

5-6 ივლისს, ჩემი აზრით, იყო ამ სცენარის გამეორების ძალიან უსუსური და ბუტაფორიული მცდელობა და ის, რასაც ესენი ამბობენ, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა. დამატებით შეიქმნა ძალაუფლების სხვადასხვა ფორმები, სახელის დარქმევაც კი მიჭირს და ვფიქრობ, რომ ეს მათი პლიუსია და ჩვენთვის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი. და მოგვევლინნენ ახლა, როგორც უმრავლესობის მმართველები. ძალიან დიდი ილუზიაა ეს სინამდვილეში და მათ შეიძლება გულწრფელად სჯეროდეთ, რომ ეს არის საქართველოში უმრავლესობის აზრი.

ეს არის ძალიან დიდი ილუზია და ამ ილუზიის ქვეშ კისერს წაიტეხს ყველა, ვისაც ამის სჯერა, იმიტომ, რომ როგორც აღვნიშნე, ბოლო ათწლეულები იყო ცნობიერების ტრანსფორმაციის პერიოდი, როდესაც ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, სხვადასხვა ჯგუფებმა, აღარ აქვს მნიშნველობა – ქალი კაცი, გეი, ჰეტერო, ქართველი, სომეხი – სწორედ ეს გავიაზრეთ, როგორ მუშაობს ძალაუფლება და როგორ ახორციელებს ჩვენზე ამ ძალაუფლებას.”

წინა

ერთადერთი განაცხადი, რასაც უნდა ამზადებდეს, გადადგომის შესახებ განცხადებაა – გიორგი თაბაგარი

შემდეგი

გუშინდელ მდუმარე აქციას ქვიარებიც შეუერთდნენ

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი