სიყვარული სიყვარულია – ყოველთვის და ყველგან. განიცდიდე სიყვარულს, სულაც არ ნიშნავს, იყო პრივილეგირებული. გვიყვარდეს და ვუყვარდეთ, ადამიანების ფუნდამენტალური საჭიროებაა, მიუხედავად მათი სექსუალური ორიენტაციისა. სიყვარულის ენა ყველასთვის გასაგებია, ვინც ოდესმე შეყვარებული ყოფილა.
გთავაზობთ ცნობილი მწერლების ამონარიდებს სიყვარულის შესახებ. შესაძლოა, ზოგიერთი მათგანის საყვარელ ადამიანთან გაგზავნის სურვილიც გაგიჩნდეთ.
ნამდვილი სიყვარული მაშინ იწყება, როცა გიყვარს და საპასუხოდ არაფერს ელი
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი, „პატარა უფლისწული“
საერთოდ არაა ცნობილი, თუ სად, როდის და რატომ იბადება სიყვარული, რადგან კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არ გამოჩენილა ის ადამიანი, ვინც წარმატებულად დაშლის სიყვარულს შემადგენელ ნაწილებად და მის მექანიზმში გაერკვევა
ჯემალ ქარჩხაძე, „ქარავანი“
სიყვარულის ძიება გვცვლის. არ არსებობს სიყვარულის მაძიებელი, რომელიც ამ გზაზე არ დაღვინებულა. რა წუთიდანაც სიყვარულის ძიებას იწყებ, იწყებ შინაგან და გარეგან ფერისცვალებას
ელიფ შაფაქი, „სიყვარულის 40 წესი“
ცხოვრება სიყვარულის გარეშე, იგივეა რაც, ქარი სარკმლის მიღმა, ვერ იგრძნობ მას და ვერც ჩაისუნთქავ
ჰარუკი მურაკამი, „ნორვეგიული ტყე“
სიყვარული ხელოვნებაზე გაცილებით დიადი, ძლიერი და მაღლა მდგომია
ოსკარ უაილდი, „დორიან გრეის პორტრეტი“
სიყვარული, რომელიც ცალმხრივია და გაუმხელელი, თვითონ სპობს თავის მასაზრდოებელს – სიცოცხლეს. გამჟღავნების შემთხვევაში კი, თუნდაც მას სიყვარულითვე უპასუხონ, ემსგავსება შორს მოკიაფე სინათლეს, ტრამალებში რომ შეიტყუებს ადამიანს და უკან დასახევ გზას მოუჭრის
შარლოტა ბრონტე, „ჯეინ ეარი“
გიყვარს – ეს ნიშნავს, მასთან ერთად დაბერება გინდა
ერიხ მარია რემარკი, „ტრიუმფალური თაღი“
სიყვარული პოეზიაა და ყველა შეყვარებულ წყვილს, ყველაზე მოკრძალებულსაც კი ჰგონია, რომ რაღაც სიახლე შეაქვს სასიყვარულო ურთიერთობებში
რეიმონ რადიგე, „მაცდური სხეულში“
მან, ვისაც უყვარს, უნდა გაიზიაროს ბედი იმისა, ვინც უყვარს
მიხეილ ბულგაკოვი, „ოსტატი და მარგარიტა“
დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო
გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“