26-27 მარტს უკრაინელმა ფოტოგრაფებმა მარინა კარპიიმ და ევგენი ეფანოვმა გააკეთეს პროექტი, რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება.
მთავარი იდეა უკრაინის მხარდაჭერა იყო, არა მხოლოდ მედიების საშუალებით, არამედ „პირისპირაც“, რაც ფოტოგრაფების მიერ გადაღებული ადამიანების პორტრეტებში აისახა.
პროექტში მონაწილეობის მსურველებს რამდენიმე მარტივი საფეხურის გავლა დასჭირდათ:
- ფოტოსესიაზე რეგისტრაცია მითითებულ ვებგვერდზე;
- სტუდიაში მისვლა ფოტოპორტრეტის გადასაღებად დათქმულ დროს;
- დონაციის სახით, მინიმუმ, 50 ლარის გაღება უკრაინის მხარდასაჭერად.
ქველმოქმედებაში მონაწილეობა უამრავმა ადამიანმა მიიღო, მათ შორის, ქართველმა ცნობადმა სახეებმა.
ფოტოები სოციალურ ქსელებში გავრცელდა ჰეშთეგით @we_are_in_the_same_boat, რაც კამპანიის მთავარ მესიჯად შეგვიძლია ჩავთვალოთ. შეგროვებული თანხა კი მთლიანად გადაიგზავნა უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების ცენტრში.