The Crown-ის ვარსკვლავი, მსახიობი ემა კორინი პირველი არაბინარული იდენტობის ადამიანი გახდა, რომელიც მოდის ყველაზე პრესტიჟული ჟურნალის — Vogue-ის ამერიკული გამოცემის ყდაზე გამოჩნდა. კორინი ჟურნალის აგვისტოს ნომრის მთავარი გმირი გახდა და გამოცემასთან საკუთარ
The Crown-ის ვარსკვლავი, მსახიობი ემა კორინი პირველი არაბინარული იდენტობის ადამიანი გახდა, რომელიც მოდის ყველაზე პრესტიჟული ჟურნალის — Vogue-ის ამერიკული გამოცემის ყდაზე გამოჩნდა.
კორინი ჟურნალის აგვისტოს ნომრის მთავარი გმირი გახდა და გამოცემასთან საკუთარ იდენტობასა და ურთიერთობებზეც ისაუბრა.
„თავს უფრო ხილულად ვგრძნობ, როცა ჩემთან მიმართებაში ნაცვალსახელ they/them-ს იყენებენ, თუმცა მეგობრები she ნაცვალსახელსაც იყენებენ, რაც არ მადარდებს, რადგან ისინი მიცნობენ… გენდერთან და სექსუალობასთან დაკავშირებით კომპლექსური თვითძიების პროცესში ვარ და ამავდროულად, ბიჭს ვხვდები? ეს რთულად აღსაქმელია მაშინაც კი, როცა ძალიან ბედნიერი ვარ“, — ამბობს ემა და აღნიშნავს, რომ „ადამიანები მოსწონს“ და არა იარლიყები.
Don't Miss
ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ რამდენიმე წლის წინ შედგა რომანით
Otaaraant Queer – თავისუფლება და კემპი დრეგი ჩემთვის ყოველთვის იყო თავისუფლების მთავარი წყარო, გამოხატვის ყველაზე ეფექტური გზა. ყოველთვის, როცა დრეგ
თბილისის კულტურის კვირეული ევროპის დღეებს ეძღვნება და 9-დან 12 მაისის ჩათვლით Factory Tbilisi-ში, კოკა-კოლას ყოფილ ქარხანაში იმართება. კვირეულზე წარმოდგენილია 30-ზე
კომედიური ჟანრის ფილმი “Problemista” 1 მარტს გამოვიდა ეკრანზე. მთავარ როლებს ტილდა სვინტონი და ხულიო ტორესი ასრულებენ. ფილმი მოგვითხრობს სალვადორელი სათამაშოების
RuPaul’s Drag Race All Stars 7-ში გასული სეზონების ლეგენდარული გამარჯვებულები ერთმანეთს კიდევ ერთხელ ეჯიბრებიან და საშემსრულებლო გამოწვევებში თუ პოდიუმზე განუმეორებელ სანახაობას გვთავაზობენ. გამარჯვებულების სეზონის ნახევარმა უკვე გაიარა და ჯეიდა ესენს ჰოლის, რაჯას, მონეი ექს-ჩეინჯის, ზი ვივიენის, შეი ქულეის, თრინითი ზე თაქის, ივი ოდლისა და ჯინქს მონსუნის ბრძოლა კიდევ ერთი გამარჯვებისთვის სულ უფრო უახლოვდება დასასრულს.
შოუს მონაწილე არტისტებს პოპ კულტურაზე დიდი გავლენა აქვთ და მოდის სამყაროსაც იპყრობენ, ამიტომ Vogue-მა გადაწყვიტა, რომ ლეგენდარული ქვინებისთვის ფოტოსესია მოეწყო. არტისტებმა ჟურნალის ისტორიული გარეკანის ფოტოები თუ ილუსტრაციები კიდევ ერთხელ გააცოცხლეს და ისინი დრეგ კულტურის ხედვით წარმოგვიდგინეს.
The Vivienne
„როგორც კი ორიგინალი გარეკანი ვნახე, ვიცოდი, რომ ეს იყო ის, რომლის გაცოცხლებაც მინდოდა. არის მასში რაღაც მისტიური — შუშის ქილაში მოქცეული სახე? საკმაოდ საშიში და ამავე დროს გასაოცრად ლამაზია. მინდოდა, განახლებული ვერსია ორიგინალისთვის მაქსიმალურად მიმემსგავსებინა. მომწონს უცნაურობა, რაც მხოლოდ სახის გამოსახვით არის შექმნილი, მაგრამ მინდოდა, ეს შეგრძნება კიდევ უფრო გამემძაფრებინა, ამიტომ თვალის გუგები სახეს მოვაცილე და მაგიდაზე გამოვსახე. სტილის გადმოტანა არ იყო რთული, რადგან ტანსაცმელი ფაქტობრივად არ ჩანს, მხოლოდ სახის სილამაზე და მაგიდაზე განთავსებულ დახვეწილ ხელთათმანებზე ფოკუსი. თითქმის სამეცნიერო ფანტასტიკაა და ამავე დროს მოდური გადაწყვეტილება“.
Shea Couleé
„როცა მოკვლევას ვაკეთებდი, Vogue-ის ძველი ხელით-ნახატი გარეკნების სიყვარულით აღვივსე. ამ ერას რაღაც ღრმად რომანტიული აქვს და განახლებული ფოტოთი სწორედ ამ შეგრძნების გადმოტანა მინდოდა. გარდა ამისა, ჟურნალის ეს ნომერი გაყიდვაში იმ თვეს ჩაეშვა, როცა ბაბუაჩემი დაიბადა. ვინც მიცნობს, იცის, როგორო მიყვარს დრეგ სამოსის შერჩევისას პერსონალური და სენტიმენტალური განცდების წინა პლანზე წამოწევა. მინდოდა, ორიგინალ ნახატზე გამოსახული ფიგურის ღვთაებრიობა და უმანკოება მომეხელთებინა. ამასთან, მსურდა, „გაზაფხულის პატარძლის“ როლში შავკანიანი ფიგურის წარმოდგენით 1928 წლის ესკიზისთვის თანამედროვე სული შთამებერა. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მეგობარს, ჯოშუან აპონტეს მივმართე, რომელთანაც ხშირად ვთანამშრომლობ. მან ეს კაბა და მარგალიტებით მოჭედილი თავსაბურავი საგანგებოდ ჩემთვის შექმნა“.
Trinity the Tuck
“ვინტაჟი და ძველი ჰოლივუდის გლამური მიყვარს. განსაკუთრებით ქუდი მომეწონა, ვიფიქრე, რომ ლამაზი იყო! ფინალური ფოტოსთვის გადავწყვიტე, რომ ორიგინალთან მაქსიმალურად ახლოს ვყოფილიყავი, რათა მისი არსი გადმომეტანა. სხეულის პოზა მცირედით შევცვალე, თუმცა განმეორება უფრო აღტაცებისმომგვრელი იყო. მაქსიმალურად მიახლოებული ზედა გამოვძებნე, და ქუდი შევქმენი, რომელიც ასევე ორიგინალს მივამსგავსე“.
Jaida Essence Hall
„ამ გარეკანზე გამოსახული სახის გამომეტყველებამ მიმიზიდა. მიუხედავად იმისა, რომ ცარიელი სივრცე ბევრად დიდია, მაინც რეაქციას იწვევს. გამომეტყველებას დამატებულმა თვალისა და ტუჩის მაკიაჟის სილამაზემ მომაჯადოვა. მინდოდა, თვალიდან მომდინარე ენერგია მომეხელთებინა და თვალზე და ტუჩზე აქცენტირებული ფოტო შემექმნა, რომელსაც დრეგ მგრძნობელობას დავამატებდი. ხანგრძლივი პროცესი იყო, თუმცა საბოლოო შედეგმა თავი გასაოცრად მაგრძნობინა, ამასთან ისევე მიმიზიდა, როგორც ორიგინალმა“.
Jinkx Monsoon
“ყველაფერი მომწონს, რაც ვინტაჟურია, ამიტომ ამ გასაოცარი ილუსტრაციით შექმნილმა კლასიკური განწყობის Vogue-ის გარეკანმა მიმიზიდა. ცისარტყელამ კი საბოლოო გადაწყვეტილება მიმაღებინა, თუმცა მინდოდა, განწყობა თანამედროვე მიდგომით გამემეორებინა. ძლიერ, ძლევამოსილ ქალს ვხედავ, რომელსაც რაღაც არტეფაქტი უკავია… პანდორას ყუთი. როდესაც პანდორაზე ვფიქრობთ, მსოფლიოში გამოთავისუფლებული ტერორი წარმოგვიდგება, მაგრამ მინდოდა, აქცენტი იმაზე გამეკეთებინა, რომ მან იმედი შეინარჩუნა — ეს ამბის ის ნაწილია, რომელიც ხშირად გვავიწყდება. მსურს, ამ ფოტოს მეშვეობით ძლევამოსილი, ფემინური ადამიანი დაინახოთ, რომელიც იმედს არ კარგავს და ამაყია“.
Monét X Change
„როცა Vogue-ის საკულტო გარეკანს ვარჩევდი, მაშინვე ოპრას ფოტომ მიმიზიდა. ბებიაჩემი ოპრა უინფრის დიდი გულშემატკივარია, რომელიც მის ყველა ნაბიჯს გულისყურით ეკიდებოდა. მახსოვს, როცა 2008 წლის გარეკანი გამოვიდა, იყიდა და ორივე გამოცემა სასადილო ოთახის მაგიდაზე მთელი თვით დადო, ოპრას კდემას, ღირსებასა და სილამაზეს პატივი ასე მიაგო. ღირსებას, რომელიც შევიყვარე და პატივისცემით განვიმსჭვალე, როგორც დღის ეთერის დედოფლის — წოდება, რომელიც მინდა, ერთ დღეს მეც მოვიპოვო. ოპრას ვერავინ შეედრება, ამიტომ იგივე ფორმა გავიმეორე და გემოვნებიანი სამკაულები დავამატე. ბრილიანტები ელეგანტურობისთვის და თეძოზე შემოდებული ხელი — სექსუალურობისთვის“.
Yvie Oddly
„ეს გარეკანი შევარჩიე, რადგან იმდენად საკულტოა, რომ მისი შთაგონება უკვე მრავალჯერ გვინახავს. ვცადე, კლასიკური ინსპირაცია ამეღო და გარდამექმნა. ორიგინალ ვერსიაზე აღბეჭდილი სილუეტი და კომპოზიცია შემიყვარდა, ამიტომ, მინდოდა, ეს ელემენტები სურეალიზმის ზღვარზე მიმეყვანა და მცირედი საშიში განწყობა დამემატებინა. თეთრსაყელოანი კაბის მაგიერ, დუტის შავი ქურთუკი შევარჩიე და თავსაბურავშიც შავი ყვავილები დავამატე, ასე მივაგე პატივი შემზარავი სიმბოლოებისა და მოუწესრიგებელი ქუჩის სტილის მიმართ ჩემს სიყვარულს. გლამურის შენარჩუნების მიზნით ორიგინალი მაკიაჟის განწყობა გავიმეორე, მაგრამ საგაზაფხულო განწყობისთვის ფერები დავამატე — ცისფერი თვალების ირგვლივ და ნარინჯისფერი ტუჩებზე, რათა ყვავილების აქცენტი წინ წამომეწია. დაბოლოს, განწყობა შავი ტუჩის ფანქრით და წვრილი წარბებით უფრო ბნელი ადგილისკენ წავიყვანე“.
Raja
“2-განზომილებიანმა, მინიმალისტურმა, გრაფიკულმა გარეკანმა მიმიზიდა. ილუსტრაციები ადრეული მოდის ჟურნალების განუყოფელი ნაწილი იყო და როგორც არტისტისთვის, მისი განმეორება ყველაზე მიმზიდველი იყო. მივმართე ტექნიკას, რომლითაც 3-განზომილებიანი ილუზია შევქმენი — შევძლებდი სწორხაზოვანი იდეის საკუთარ თავზე გამოსახვის გამოწვევისთვის თავი გამერთვა? ეს იყო კითხვა, რომლითაც მუშაობის პროცესში გავერთე“.
წყარო: Vogue
Don't Miss
ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ რამდენიმე წლის წინ შედგა რომანით
Otaaraant Queer – თავისუფლება და კემპი დრეგი ჩემთვის ყოველთვის იყო თავისუფლების მთავარი წყარო, გამოხატვის ყველაზე ეფექტური გზა. ყოველთვის, როცა დრეგ
თბილისის კულტურის კვირეული ევროპის დღეებს ეძღვნება და 9-დან 12 მაისის ჩათვლით Factory Tbilisi-ში, კოკა-კოლას ყოფილ ქარხანაში იმართება. კვირეულზე წარმოდგენილია 30-ზე
კომედიური ჟანრის ფილმი “Problemista” 1 მარტს გამოვიდა ეკრანზე. მთავარ როლებს ტილდა სვინტონი და ხულიო ტორესი ასრულებენ. ფილმი მოგვითხრობს სალვადორელი სათამაშოების