საქართველოს შემეცნებითი ცენტრისა და GrlzWave-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოში არსებული ქვიარ მეგობრული ორგანიზაციების შესახებ საინფორმაციო ბროშურა შეიქმნა, რომლის მიზანიც ლგბტქი თემის გაძლიერება და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებაა. შესაძლოა, ეს არ იყოს საქართველოში არსებული
გამოფენის ფინანსური მხარდამჭერია ნიდერლანდების საელჩო საქართველოში.
Don't Miss
ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ რამდენიმე წლის წინ შედგა რომანით
Otaaraant Queer – თავისუფლება და კემპი დრეგი ჩემთვის ყოველთვის იყო თავისუფლების მთავარი წყარო, გამოხატვის ყველაზე ეფექტური გზა. ყოველთვის, როცა დრეგ
თბილისის კულტურის კვირეული ევროპის დღეებს ეძღვნება და 9-დან 12 მაისის ჩათვლით Factory Tbilisi-ში, კოკა-კოლას ყოფილ ქარხანაში იმართება. კვირეულზე წარმოდგენილია 30-ზე
კომედიური ჟანრის ფილმი “Problemista” 1 მარტს გამოვიდა ეკრანზე. მთავარ როლებს ტილდა სვინტონი და ხულიო ტორესი ასრულებენ. ფილმი მოგვითხრობს სალვადორელი სათამაშოების
დღეს, 19 ნოემბერს უსახელო გალერეაში გამოფენა “თვალი” გაიმართა. ექსპერიმენტული გამოფენა ფემინისტური და ქვიარ არასამთავრობო ორგანიზაცია GrlzWave-ის მიერ იყო ორგანიზებული.
გამოფენის მონაწილე ზოგიერთი ხელოვანისათვის “თვალი” სადებიუტო გამოფენაა. ნამუშევართა უმრავლესობა ქალებისა და ქვიარ ადამიანების მიერაა შექმნილი.
GrlzWave-ის თანადამფუძნებლისა და გამოფენის კურატორის, თეკლა თევდორაშვილის განცხადებით, გამოფენა ეხება ქალებისა და ქვიარ ადამიანების უფლებებს, ოჯახში ძალადობას, სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას და ა.შ. თეკლას ნამუშევარს “წმინდა სისხლი” ჰქვია და მენსტრუაციის შესახებაა. ინსტალაციის ფარგლებში დამთვალიერებლებს შეეძლოთ თეკლას მიერ დაწერილ ლექსისათვის მოესმინათ, მოგვიანებით კი ის სიტყვები დაეწერათ, რომლებითაც მათ ან გარშემომყოფებს მენსტრუაცია მოუხსენიებიათ. ნამუშევრის ავტორის თქმით, ინსტალაციის მიზანი მენსტრუაციის კოლექტიურ დესტიგმატიზაციას ემსახურება.
გამოფენა “თვალი” ლოკალური აქტივობის, არტივიზმის 3-დღიანი ვორკშოფის შედეგად შეიქმნა. ვორკშოპში, რომელიც ოქტომბერში House of Reconenxtion-ში ჩატარდა, 15 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაგანაც 9 ადამიანის მიერ შექმნილი 8 ნამუშევარი უსახელო გალერეაში გამოიფინა.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების ნახვა დაინტერესებულ პირებს 18-დან 20 სთ-მდე უფასოდ შეეძლოთ.
Don't Miss
ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ რამდენიმე წლის წინ შედგა რომანით
Otaaraant Queer – თავისუფლება და კემპი დრეგი ჩემთვის ყოველთვის იყო თავისუფლების მთავარი წყარო, გამოხატვის ყველაზე ეფექტური გზა. ყოველთვის, როცა დრეგ
თბილისის კულტურის კვირეული ევროპის დღეებს ეძღვნება და 9-დან 12 მაისის ჩათვლით Factory Tbilisi-ში, კოკა-კოლას ყოფილ ქარხანაში იმართება. კვირეულზე წარმოდგენილია 30-ზე
კომედიური ჟანრის ფილმი “Problemista” 1 მარტს გამოვიდა ეკრანზე. მთავარ როლებს ტილდა სვინტონი და ხულიო ტორესი ასრულებენ. ფილმი მოგვითხრობს სალვადორელი სათამაშოების
საქართველოს შემეცნებითი ცენტრისა და GrlzWave-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოში არსებული ქვიარ მეგობრული ორგანიზაციების შესახებ საინფორმაციო ბროშურა შეიქმნა, რომლის მიზანიც ლგბტქი თემის გაძლიერება და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებაა.
შესაძლოა, ეს არ იყოს საქართველოში არსებული ყველა ქვიარ მეგობრული ორგანიზაცია, თუმცა დიდი ნაწილი ამ სიაშია. ამიტომ Queer.ge გთავაზობთ ბროშურაში ჩამოთვლილ ორგანიზაციებს და ინფორმაციას მათ შესახებ, რათა, საჭიროების შემთხვევაში, მარტივად შეძლოთ დაკავშირება.
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) ფემინისტური ორგანიზაციაა, რომლის მიზანია, ქალთა გაძლიერების და პოლიტიკური მონაწილეობის გზით, სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოების შენების ხელშეწყობა. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი მუშაობს ლესბოსელი და ბისექსუალი ქალების, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანების, ასევე სხვა მარგინალიზებული ჯგუფების წარმომადგენელ ქალთა საკითხებზე.
WISG მუშაობს შემდეგი მიმართულებებით: ადვოკატირება ქალთა და ქვიარ საკითხების პოლიტიკაში ინტეგრირებისთვის; თემის გაძლიერება სოციალური და პოლიტიკური მონაწილეობის ხელშესაწყობად; გენდერისა და სექსუალობის შესახებ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი კრიტიკული ცოდნის შექმნა კვლევებისა და სახელოვნებო პროექტების გზით; ინტერსექციური ქვიარ ფემინისტური ორგანიზების კულტურის/პრაქტიკის განვითარება.
ბროშურაში ვკითხულობთ, რომ ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი არის საქართველოში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ ძირითადი კვლევებისა და პოლიტიკის ანალიზის ავტორი. კვლევები, ჩრდილოვანი ანგარიშები, პოლიტიკის დოკუმენტები, ასევე ინფორმაცია სხვა აქტივობების შესახებ, ხელმისაწვდომია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებსაიტზე.
WISG-ის სერვისების შესახებ:
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) სერვისის მიღების მსურველებთან სპეციალისტებისგან შემდგარი მულტი გუნდის და ქეის მენეჯმენტის პრინციპით მუშაობს. ეს მიდგომა თითოეული შემთხვევის კომპლექსურობის აღქმის და საჭიროებების უფრო სრულყოფილი სურათის შექმნის შესაძლებლობას იძლევა;
- მულტიგუნდში ჩართული სპეციალისტები არიან: სოციალური მუშაკი (რომელიც ამავდროულად ქეისს მართავს), იურისტი, ფსიქოლოგი, სექსოლოგი, ფსიქიატრი;
- თითოეული ქეისის მართვა ხდება ქეისში ჩართულ სპეციალისტებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობით.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: +995 595 19 03 03
სოციალური ქსელი: https://bit.ly/3znBzDz
ელფოსტა: info@wisg.org
ვებ გვერდი: www.wisg.org
თანასწორობის მოძრაობა
“გვსურს, ვიცხოვროთ ისეთ საზოგადოებაში, სადაც გენდერული იდენტობისა თუ სექსუალური ორიენტაციის გამო ლგბტქი ადამიანები არ განიცდიან ძალადობასა და აგრესიას. ლგბტქი თემის წევრები და ქალები საზოგადოების თანასწორი წევრები არიან. ამ ხედვის რეალიზებისათვის ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ლგბტქი თემისა და ქალების საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას, ამავდროულად, ვიმუშაოთ საზოგადოებაში არსებულ ჰომოფობიისა და სექსიზმის აღმოსაფხვრელად”, — მიუთითებს თანასწორობის მოძრაობა ბროშურაში.
თანასწორობის მოძრაობის სერვისების შესახებ:
- უფასო აივ ტესტირება;
- ფსიქოლოგის მომსახურება;
- იურისტის მომსახურება;
- სოციალური მუშაკის მომსახურება;
- ექიმის მომსახურება;
- PreP პროგრამა.
ორგანიზაცია უზრუნველყოფს საჭიროებებზე დაფუძნებულ სოციალური თუ სამართლებრივი სერვისების მიწოდებასა და თემის მობილიზაციას, ასევე მუშაობს საზოგადოების ცნობიერების შეცვლისა და პოლიტიკის ადვოკატირებისთვის.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 032 2 47 97 48
სოციალური ქსელი: https://bit.ly/3vsqgsy
ელფოსტა: info@equality.ge
ვებ გვერდი: http://www.equality.ge/
თემიდა
“ჩვენი მიზანია ტრანსი ადამიანებისთვის ღირსეული, თანასწორი და სამართლიანი, პოლიტიკური, უფლებრივი და სოციალური გარემოს მშენებლობა, სადაც მათი საჭიროებები, წუხილები, გამოწვევები და უფლებები აღიარებულია და მხარდაჭერილი სახელმწიფოსა და საზოგადოების მიერ.
ჩვენი ამოცანაა ტრანს ადამიანების ხმების, აგენტობის და მონაწილეობის გაძლიერება და თემის თვითორგანიზების ხელშეწყობა, რასაც ტრანს ადამიანების პირდაპირი მხარდაჭერის, გაძლიერების და სოლიდარული კავშირების მშენებლობის გზით მივაღწევთ”, — მიუთითებს თემიდა ბროშურაში.
თემიდას სერვისების შესახებ:
- დროებითი საცხოვრისი — საცხოვრისის შიდა სერვისები:
- სოციალური მუშაკის მომსახურება, ფსიქოლოგის მომსახურება, იურისტის მომსახურება, ექიმის მომსახურება, კვებითა და საცხოვრისით უზრუნველყოფა;
- იურისტის მომსახურება;
- ფსიქოლოგის მომსახურება;
- სოციალური მუშაკის მომსახურება;
- დასაქმების სპეციალისტის მომსახურება;
- პირადობაში სახელის შეცვლის სერვისი;
- კვების ერთჯერადი პაკეტები.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 032 200 03 51
სოციალური ქსელი: https://bit.ly/3BskoU2
ელფოსტა: temida.club@gmail.com
ვებ გვერდი: http://temida.org.ge/
თანასწორობა 17
“თანასწორობა 17” – საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც ლგბტქი თემის წევრებს უწევს შემდეგ სერვისებს:
- იურიდიული კონსულტირება სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის, ასევე გამოხატვის ნიშნით დისკრიმინაციის საქმეებზე;
- ფსიქოლოგის კონსულტაცია, ფსიქო-განათლება;
- საინფორმაციო მხარდაჭერა ონლაინ მედია “ქვიარის” მეშვეობით.
“ონლაინ გამოცემა ქვიარი აერთიანებს ლიბერალური ღირებულებების მქონე ადამიანებს. ჩვენ გვახსოვს, რომ ადამიანის უფლებების უგულებელყოფამ არაერთი ბარბაროსული აქტი და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული გამოიწვია. ჩვენ გვჯერა, რომ თითოეული ადამიანის უფლებების დაცვა ხელს უწყობს სოციალურ პროგრესსა და საყოველთაო კეთილდღეობას. ჩვენ ვიცით, რომ გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების გარეშე შეუძლებელია ისეთი სამყაროს შექმნა, სადაც ადამიანები თავისუფლები იქნებიან შიშისგან, სიღარიბისა და ჩაგვრისგან. ჩვენ ვშრომობთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ჩაგრული სოციალური ჯგუფის – ქვიარ თემის უფლებებისთვის და ასევე, ვართ სოლიდარულები ყველა სხვა სოციალური ჯგუფებისა თუ ადამიანის მიმართ, ვისი უფლებებიც ირღვევა. ჩვენ მზად ვართ, შემოვიერთოთ ყველა, ვინც ჩათვლის, რომ ეს მისი საქმეცაა”, — მიუთითებს თანასწორობა 17 ბროშურაში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
სოციალური ქსელი: https://bit.ly/3oGo7Wh
ელფოსტა: info.queer.ge@gmail.com
ვებ გვერდი: https://queer.ge/
თბილისი პრაიდი
თბილისი პრაიდი არის ლგბტქ+ ადამიანებისა და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება, რომელიც ყოველწლიურად ატარებს პრაიდ კვირეულს თბილისში. თბილისი პრაიდი იბრძვის ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანების სამოქალაქო, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისთვის საქართველოში და პოლიტიკურ დღის წესრიგში აყენებს ლგბტქ საკითხებს.
საქართველოში მცხოვრები ლგბტქ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი) ადამიანების ოჯახების გაძლიერების მიზნით, თბილისი პრაიდი ახორციელებს პროექტს “ამაყი ოჯახები”, რომელიც ლგბტქ ადამიანების ოჯახის წევრებს აერთიანებს და ეხმარება საზოგადოებაში არსებულ სტიგმასთან და სოციალურ წნეხთან გამკლავებაში. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ქვიარ ადამიანების ოჯახის წევრების ქსელი. პროექტის მონაწილეები კი ჩართულები არიან საინფორმაციო შეხვედრა-დისკუსიებში, ინდივიდუალურ და ჯგუფურ ფსიქოლოგიურ კონსულტაციებში, გასვლით შეხვედრებში, სადაც ერთმანეთის უკეთ გაცნობის და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა აქვთ.
თბილისი პრაიდის გუნდი მიუთითებს, რომ პროექტში ჩართვის სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და სიხარულით გიპასუხებენ ყველა კითხვაზე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: +995 551 22 88 08
სოციალური ქსელი: https://bit.ly/3vspTy6
ელფოსტა: tbilisipride@gmail.com
ვებგვერდი: https://tbilisipride.ge/
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
თბილისის სახლი არის წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ხუთ არასამთავრობო ორგანიზაციას: ადამიანის უფლებათა ცენტრი, უფლებები საქართველო, მედიის ინსტიტუტი, საფარი და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი.
თბილისის სახლი იცავს და აძლიერებს უფლებადამცველებს და მათ ორგანიზაციებს, ასევე ახორციელებს ადამიანის უფლებების შესახებ საგანმანათლებლო საქმიანობას.
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის სერვისები:
- თბილისის სახლი სხვადასხვა სახის მხარდაჭერის პროგრამებს ახორციელებს უფლებადამცველებისთვის, აქტივისტებისთვის და თავისუფალი ჟურნალისტებისთვის – იქნება ეს იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარება, გადაწვის საწინააღმდეგო და
უნარების გაძლიერების აქტივობები, საერთაშორისო და ადგილობრივი ადვოკატირება თუ სხვა; - თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ციფრული პროექტია უფლებადამცველთა პლატფორმა www.defenders.ge, რომლის მიზანიც უფლებადამცველთა საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, მათი როლის ხაზგასმა და რესურსის ერთ სივრცეში გაერთიანებაა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: +995 322 38 20 18
სოციალური ქსელი: https://bit.ly/3JhRgAx
ელფოსტა: info@hrht.ge
ვებ გვერდი: https://hrht.ge/
ადამიანის უფლებათა ცენტრი
ადამიანის უფლებათა ცენტრის მიზანია, გაიზარდოს ადამიანის უფლებების, ძირითადი თავისუფლებების პატივისცემა და სამშვიდობო პროცესების ხელშეწყობა საქართველოში. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ადამიანის უფლებების პატივისცემა, ხოლო ხელისუფლება პატივს უნდა სცემდეს კანონის უზენაესობას, გამჭვირვალობის პრინციპებს და ძალთა გადანაწილებას დისკრიმინაციის ყველა დონეზე აღმოსაფხვრელად.
ადამიანის უფლებათა ცენტრს სჯერა, რომ ყველას აქვს უფლება, თავისუფლად და დისკრიმინაციის გარეშე ისარგებლოს ეროვნული და საერთაშორისო სამართლის მიერ უზრუნველყოფილი სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებებით.
“ჩვენ ვთვლით, რომ ამ უფლებებისა და კანონის უზენაესობის რეალიზაცია და დაცვა წარმოადგენს საქართველოში მშვიდობისა და დემოკრატიის შენების წინაპირობას”, — ამბობენ ორგანიზაციაში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 995 32 238 46 48
სოციალური ქსელი: https://bit.ly/3OL7dk3
ელფოსტა: hrc@hrc.ge
ვებ გვერდი: www.hrc.ge
ფემინა
ფემინა ფემინისტური ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ქალთა უფლებებზე, რაც ასევე მოიაზრებს მუდმივ და პროექტულ სერვისებს.
ფემინას სერვისების შესახებ:
- სწრაფი რეაგირების სახალხო დაფინანსების მუდმივმოქმედი პლატფორმა;
- ონლაინ იურიდიული კონსულტაცია სისხლის და სამოქალაქო ადმინისტრაციულ საქმეებზე (მუდმივი);
- ფსიქო-სოციალური, განათლების და ეკონომიკური გაძლიერების დახმარების სერვისები (პერიოდულად და პროექტულად).
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: +995 557 58 48 18
სოციალური ქსელი: https://bit.ly/3Q36R9p
ელფოსტა: feminafund@gmail.com
ვებ გვერდი: https://feminaplus.ge/
GrlzWave
GrlzWave ამ ეტაპზე ქმნის ქალთა საკითხების ირგვლივ სხვადასხვა ტიპის ვიდეო კონტენტს, რომელსაც სოციალური ქსელების: Facebook, Instagram, Youtube მეშვეობით ავრცელებს. ვიდეოები შეეხება ქალებს და ქვიარ ადამიანებს. ვიდეოების მიზანია ხელი შეუწყოს ტაბუირებულ თემებზე დისკუსიის წარმოქმნას, ქალებისა და ქვიარ ადამიანების საჭიროებებზე მორგებული კონტენტის შექმნასა და პოპულარიზაციას, ქალებისა და ქვიარ ადამიანების გაძლიერებას და საზოგადოებაში მათი როლის წარმოჩენას.
საკონტაქტო ინფორმაცია:
სოციალური ქსელი: https://bit.ly/3OLfeFq
ელფოსტა: grlzwave@grlzwave.com
ვებ გვერდი: http://grlzwave.com/
საქართველოს შემეცნებითი ცენტრი
საქართველოს შემეცნებითი ცენტრი არაფორმალური განათლებისა და ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობის გზით ცდილობს საქართველოში მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებას.
“ჩვენი მისიაა ახალგაზრდების პოტენციალის სრულად რეალიზება და საზოგადოების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვა, მიუხედავად მათი რომელიმე სოციალური ჯგუფისადმი მიკუთვნებულობისა”, — აცხადებენ ორგანიზაციაში.
საქართველოს შემეცნებითი ცენტრის სერვისები:
- ავითარებს იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარების სერვისებს;
- აქვს შემეცნებითი ტრენინგები და კურსები, როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირებისთვის;
- ეხმარება ახალგაზრდებს ინიციატივების განხორციელებაში და დამწყებ საწარმოებს საზოგადოებასთან ურთიერთობაში;
- ავრცელებს ინფორმაციებს ადამიანის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ.
საკონტაქტო ინფორმაცია:
სოციალური ქსელი: https://bit.ly/3JnpVx2
ელფოსტა: info@ccgeorgia.ge
ვებ გვერდი: https://ccgeorgia.ge/
პროექტს მხარს უჭერს ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).
Don't Miss
სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა ცხოვრებისეული სირთულეების მიმართ განსაკუთრებული მედეგობა
ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ გარკვეული უნდობლობა, სკეპტიციზმი; ასევე რთულად
ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია, თუმცა, სტრესის როლზე დისკრიმინირებულ ჯგუფებში
სტატიის ავტორი: ნინი ვანიშვილი ლგბტქი+ თემის წევრები მიკროაგრესიის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მათი ცისგენდერი/ჰეტეროსექსუალი თანატოლები. 2023 წლის სოციალური