ფორსეტი, DW Akademie-სთან კოლაბორაციით, 6-კვირიან სასტიპენდიო პროგრამა Data for Crisis Fellowship-ზე მონაწილეებს იწვევს. პროგრამა მოიცავს მონაცემთა კომუნიკაციის სასწავლო მოდულს და მენტორების დახმარებით, მულტიმედიურ პროდუქტებზე მუშაობას. პროგრამის მიზანი საქართველოში რუსული მიგრაციის საკითხების შესწავლა
სასტიპენდიო პროგრამა ForSet-ში
ფორსეტი, DW Akademie-სთან კოლაბორაციით, 6-კვირიან სასტიპენდიო პროგრამა Data for Crisis Fellowship-ზე მონაწილეებს იწვევს. პროგრამა მოიცავს მონაცემთა კომუნიკაციის სასწავლო მოდულს და მენტორების დახმარებით, მულტიმედიურ პროდუქტებზე მუშაობას. პროგრამის მიზანი საქართველოში რუსული მიგრაციის საკითხების შესწავლა და გაშუქებაა.
პროგრამის აღწერის თანახმად, სასტიპენდიო პროგრამა ორ მოდულს მოიცავს:
- მონაცემთა კომუნიკაციის შესწავლა, რაც ტრენერებისგან მონაცემების მოპოვების, დამუშავების, ვიზუალიზაციისა და ამბის თხრობის ტექნიკების შესწავლას მოიცავს;
- მულტიმედიურ ნაშრომებზე მუშაობა და მენტორობა, რაც ინდივიდუალური მენტორების დახმარებით, 3-წევრიან ჯგუფთან ერთად, მულტიმედიური ნაშრომის შექმნაზე მუშაობას მოიცავს. ამ ეტაპზე მონაწილეები სოციალური მედიის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიგრაციით გამოწვეულ პრობლემურ საკითხებს შეისწავლიან და გააშუქებენ.
პროგრამა განკუთვნილია ჟურნალისტების, კომუნიკაციების სპეციალისტების, აქტივისტების, დიზაინერებისა და დეველოპერებისთვის, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი აქტივისტურ ან მედია საქმიანობაში; ასევე, ადამიანებისთვის, რომლებიც, მონაცემების გამოყენებით, ამბების თხრობითა და სტატიების წერით არიან დაინტერესებულები და სურვილი აქვთ, იმუშაონ საქართველოში რუსულ მიგრაციასთან დაკავშირებულ ამბებზე (მაგ: სავიზო რეჟიმი, უძრავი ქონება, დისკრიმინაცია, ოკუპაცია, მარგინალიზაციის საფრთხეები და სხვა);
პროგრამის ხანგრძლივობა 6 კვირაა და 23 იანვრიდან 2 მარტამდე გაგრძელდება. სასწავლო მოდულის ფიზიკური შეხვედრები კვირის მანძილზე, სამუშაო დღეებში ჩატარდება. მონაწილეებისათვის აღნიშნულ დროში სავალდებულოა კვირაში 10-15 საათით ჩართულობა და მშობლიური ენის ფლობის გარდა, ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა.
სტიპენდიატების მაქსიმალური რაოდენობა 15-ია, ხოლო სტიპენდია 350 ევროთი განისაზღვრება (გადასახადების ჩათვლით, ნაშრომის დასრულების შემდეგ). სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსის მონაწილეები შეუერთდებიან ფორსეტის მონაცემთა კომუნიკაციის ალუმნის ქსელს, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს 100-მდე ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს 12 ქვეყნიდან.
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა 15 იანვარია, ხოლო პროგრამის მონაწილეთა შერჩევის შესახებ ინფორმაცია არაუგვიანეს 20 იანვარს გამოქვეყნდება.
აპლიკაციის შესავსებად უნდა შეავსოთ ეს ფორმა, ხოლო კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ ფორსეტის წარმომადგენლობას: [email protected]
Don't Miss
სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა
ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია, თუმცა, სტრესის როლზე დისკრიმინირებულ ჯგუფებში
სტატიის ავტორი: ნინი ვანიშვილი ლგბტქი+ თემის წევრები მიკროაგრესიის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მათი ცისგენდერი/ჰეტეროსექსუალი თანატოლები. 2023 წლის სოციალური
სიყვარული ყველასთვის სხვადასხვანაირად განიცდება და გამოიხატება. ურთიერთობის დასაწყისში, როცა დოფამინი და ნორეპინეფრინი იმატებს, გვაქვს ეიფორიის განცდა. დროთა განმავლობაში გრძნობები შესაძლოა