ახალი კვლევის მიხედვით, ჰორმონალური თერაპია, რომელიც ტრანსგენდერ ადამიანებს ტრანზიციაში ეხმარება, ახალგაზრდებში სუიციდისა და დეპრესიის რისკს ამცირებს. ახალგაზრდების ჯანმრთელობის ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევა 9 ათასზე მეტი ტრანსგენდერი და არაბინარული იდენტობის მქონე ახალგაზრდის მონაცემებს აერთიანებს,
ახალი კვლევის მიხედვით, ჰორმონალური თერაპია, რომელიც ტრანსგენდერ ადამიანებს ტრანზიციაში ეხმარება, ახალგაზრდებში სუიციდისა და დეპრესიის რისკს ამცირებს. ახალგაზრდების ჯანმრთელობის ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევა 9 ათასზე მეტი ტრანსგენდერი და არაბინარული იდენტობის მქონე ახალგაზრდის მონაცემებს აერთიანებს, რომლებიც 13-დან 24 წლამდე არიან. მოზარდთა სურვილის მიუხედავად, ხელმისაწვდომობის პრობლემის გამო ჰორმონალურ თერაპიაშია მცირე ნაწილია ჩართული. იმ ადამიანების პროგრამაში ჩართვა, რომელთაც ამის სურვილი აქვთ, დეპრესიისა და სუიციდის რისკს 40%-ით ამცირებს.
სახელმწიფოთა ნაწილი ტრანსგენდერი მოზარდების ჰორმონალურ თერაპიაში ჩართვას კრძალავს, რაც სიტუაციის გამწვავებას უწყობს ხელს. ტრანსგენდერთა ჯანმრთელობის მსოფლიო ასოციაცია ჰორმონალური თერაპიის დაწყების რეკომენდაციას 18 წლიდან იძლევა, თუმცა გარკვეულ შემთხვევაში არასრულწლოვნებისთვისაც დასაშვებად მიიჩნევს. სახელმწიფოთა უმეტესობაში ჰორმონალური თერაპია ლეგალური ასაკიდანაც ნაკლებად ხელმისაწვდომია, დამატებითი დაბრკოლება კი ის სოციალური გამოწვევებია, რაც ახალგაზრდებში იზოლაციის, გარიყვის შიშის და სხვა რისკების გამო მენტალური ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარების მიღებას ხელს უშლის.
წყარო: NBC news
ილუსტრაცია: Yoppie
Don't Miss
სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა ცხოვრებისეული სირთულეების მიმართ განსაკუთრებული მედეგობა
ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ გარკვეული უნდობლობა, სკეპტიციზმი; ასევე რთულად
ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია, თუმცა, სტრესის როლზე დისკრიმინირებულ ჯგუფებში
სტატიის ავტორი: ნინი ვანიშვილი ლგბტქი+ თემის წევრები მიკროაგრესიის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მათი ცისგენდერი/ჰეტეროსექსუალი თანატოლები. 2023 წლის სოციალური