31 მარტი ტრანსგენდერი ადამიანების ხილვადობის საერთაშორისო დღეა. დღესდღეობით პოპ კულტურაში და კინო ინდუსტრიაში მრავალი ტრანსგენდერი ადამიანია, რომლებიც ისტორიას ცვლიან და ახალ სამყაროს ქმნიან, რომელიც უფრო მეტად მრავალფეროვანი და თანასწორია. გაიცანით ტრანსგენდერი მსახიობები,
31 მარტი ტრანსგენდერი ადამიანების ხილვადობის საერთაშორისო დღეა. დღესდღეობით პოპ კულტურაში და კინო ინდუსტრიაში მრავალი ტრანსგენდერი ადამიანია, რომლებიც ისტორიას ცვლიან და ახალ სამყაროს ქმნიან, რომელიც უფრო მეტად მრავალფეროვანი და თანასწორია.
გაიცანით ტრანსგენდერი მსახიობები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ცდილობენ ლგბტქი ადამიანების გაძლიერებას თავიანთი აქტივიზმით თუ შესრულებული როლებით.
ემჯეი როდრიგესი
ემჯეი როდრიგესს ტელემაყურებლები რაიან მერფის გახმაურებული სერიალიდან, Pose-დან იცნობს, სადაც ის აივ დადებითი პერსონაჟის როლს ასრულებს, რომელიც 80-იანი წლების ნიუ-იორკში ცხოვრობს და ბოლრუმის კულტურას ქმნის. მსახიობი პირველი ტრანსგენდერი ადამიანია, რომელსაც ოქროს გლობუსის ჯილდო გადაეცა.
ბრაიან მაიკლ სმიტი
ბრაიან მაიკლ სმიტი კიდევ ერთი ვარსკლავია, რომელიც გასულ წელს პოპულარული ამერიკული ჟურნალის გამოკითხვის შედეგად ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დასახელდა სატელევიზიო ინდუსტრიაში. მსახიობი ნიუ იორკ ტაიმსთან ინტერვიუში საუბრობს, რომ პატარაობაში იზოლაციაში იზრდებოდა და ფიქრობდა, რომ თავის ოცნებებს ვერ აიხდენდა. ის ვერ ხედავდა ტრანსგენდერ მამაკაცებს მედიაში, ტელევიზიაში და კინოში.
ჰანტერ შაფერი
ჰანტერ შაფერი კიდევ ერთი ტრანსგენდერი მსახიობი და მოდელია, რომელიც საზოგადოებამ HBO-ს სერიალიდან, „ეიფორიიდან“ გაიცნო. 23 წლის მსახიობისთვის სერიალში შესრულებული როლი პირველი იყო, მანამდე ის სამოდელო კარიერით იყო დაკავებული და თანამშრომლობდა ისეთ გავლენიან მოდის სახლებთან, როგორებიცაა Prada, Miu Miu, Dior, Calvin Klein, Maison Margiela და Vera Wang. 2020 წელს პრაიდის 50-ე, საიუბილეო მარშზე ჰანტერ შაფერი ონლაინ გამოცემა Queerty-იმ 50 ადამიანს შორის დაასახელა, რომლებიც ეხმარებიან საზოგადოებას ლგბტქი ადამიანების მიმღემლობაში.
ლავერნ კოქსი
ლავერნ კოქსი ლგბტ აქტივისტი და მსახიობია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში უწევს ადვოკატირებას ლგბტქი ადამიანებს. მსახიობის კარიერაში გარდამტეხი Netflix-ის სერიალში, Orange is the New Black-ში შესრულებული როლი აღმოჩნდა. სერიალში მოქმედება ქალთა ციხეში ვითარდება, სადაც ლავერ კოქსის პერსონაჟი ტრანსგენდერი პატიმრის როლს ასრულებს. მსახიობმა შესრულებული როლისთვის Emmy-ის ნომინაციაც მიიღო.
ელიოტ ფლეთჩერი
ელიოტ ფლეთჩერი კიდევ ერთი ტრანსგენდერი მამაკაცია, რომელსაც მაყურებლები პოპულარული ამერიკული სერიალიდან, Shameless-იდან (უსირცხვილო) იცნობენ. 25 წლის მსახიობი ლოს ანჯელესში დაიბადა და 17 წლის ასაკში გააკეთა ქამინგაუთი და დაიწყო ტრანსფორმაციის პროცესი. ამჟამად მსახიობი მონაწილეობს Hulu-ს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალ Y: The Last Man.
კეიტლინ ჯენერი
კეიტლინ ჯენერი ამერიკელი სატელევიზიო სახე და ოლიმპიური ჩემპიონატის ოქროს მედალოსანია, რომელიც 23 წლის განმავლობაში იმყოფებოდა ქორწინებაში კარდაშიანების დედასთან, კრის ჯენერთან. ყოფილმა სპორტმსენმა 2015 წელს, 66 წლის ასაკში გააკეთა ქამინგაუთი, როგორც ტრანსგენდერმა ქალმა და Vanity Fair-ის ყდაზე გამოჩნდა.
ვაჩოვსკები
დები ვაჩოვსკები გავლენიანი კინორეჟისორები არიან, რომლებსაც საზოგადოება „მატრიცას“ ცნობილი სერიიდან იცნობენ. ფიოდორ დოსტოევსკის, ჰომეროსის და ჰერმან ჰესსეს შემოქმედებით შთაგონებულ კინორეჟისორებს საზოგადოება მრავალი წელი მამაკაცად იცნობდნენ, თუმცა 2016 წელს მათ ოფიციალურად გააკეთეს განცხადება და თქვეს, რომ ტრანსგენდერები არიან.
ელიოტ პეიჯი
ელიოტ პეიჯი კიდევ ერთი მსახიობია, რომელმაც 2020 წელს სოციალური ქსელის საშუალებით გააკეთა ქამინგაუთი და თქვა, რომ ის ტრანსგენდერი მამაკაცია და აპირებს ტრანზიციის პროცესის დაწყებას. ამასთან ერთად მსახიობი პირველი ტრანსგენდერი მამაკაცია, რომელიც გავლენიანი ამერიკული გამოცემის, Time-ის ყდაზე აღმოჩნდა. მსახიობი მრავალი წლის განმავლობაში ეწევა ლგბტქი საკითხების ადვოკატირებას და ცდილობს თავისი პლატფორმები გამოიყენოს ტრანსგენდერი ადამიანების პრობლემების გასაჟღერებლად.
ჩაზ ბონო
ჩაზ ბონო პირველი ტრანსგენდერი მამაკაცია, რომელმაც ამერიკულ „ცეკვავენ ვარსკლავებში“ მიიღო მონაწილეობა. ლეგენდარული ჩერის და სონი ბონოს შვილმა ჩაზ ბონომ გასული საუკუნის 90-იან წლებში გააკეთა საჯარო ქამინგაუთი, როგორც ლესბოსელმა ქალმა და გამოსცა წიგნი, სადაც ლგბტქი ადამიანებს უზიარებდა თავის გამოცდილებას ქამინგაუთზე.
Don't Miss
Otaaraant Queer – თავისუფლება და კემპი დრეგი ჩემთვის ყოველთვის იყო თავისუფლების მთავარი წყარო, გამოხატვის ყველაზე ეფექტური გზა. ყოველთვის, როცა დრეგ
ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია, ინდიანას შტატიდან. მუშაობს კაფეში მიმტანად
მარიო ალკალდე წარმოშობით ესპანელი, 31 წლის მატადორია. ცოტა ხნის წინ მან ცნობილ ესპანურ გამოცემა El Mundo-სთან ინტერვიუში ქამინგ აუთი გააკეთა,
კრისტენ სტიუარტმა ცოტა ხნის წინ ჟურნალ Variety-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ არ აპირებს გააგრძელოს კინო ინდუსტრიაში მუშაობა მანამ, სანამ არ ექნება შესაძლებლობა