ხარკოვი

ხარკოვში პრაიდ კვირეული გაიმართება

17-დან 25 სექტემბრამდე, ხარკოვში რუსეთთან ომის დროს გარდაცვლილი ლგბტქი ადამიანების პატივსაცემად და ევროპრაიდის მხარდასაჭერად პრაიდ კვირეული იმართება, რომლის სლოგანი “ერთიანნი, როგორც არასდროს” იქნება. ხარკოვ პრაიდის ინსტაგრამ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კვირეულის განმავლობაში ქორწინების

ხარკოვში პრაიდ კვირეული გაიმართება

17-დან 25 სექტემბრამდე, ხარკოვში რუსეთთან ომის დროს გარდაცვლილი ლგბტქი ადამიანების პატივსაცემად და ევროპრაიდის მხარდასაჭერად პრაიდ კვირეული იმართება, რომლის სლოგანი “ერთიანნი, როგორც არასდროს” იქნება.

ხარკოვ პრაიდის ინსტაგრამ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კვირეულის განმავლობაში ქორწინების თანასწორობის მხარდამჭერი პერფორმანსი და მარშია დაგეგმილი. ღონისძიებები კი ხარკოვის გარეუბანში გაიმართება.

„პრაიდის გუნდს ესმის, რამდენად რთულ ვითარებაშია ქვეყანა, ამიტომ მიზნად გვაქვს, თავისუფლების, თანასწორობისა და მრავალფეროვნების პატივისცემის მნიშვნელობაზე გავამახვილოთ ყურადღება, ასევე შევძლოთ იმ განსხვავების მსოფლიოსთვის დემონსტრირება, რაც რუსეთის ტოტალიტარულ რეჟიმთან შედარებით გვაქვს“, — ნათქვამია ხარკოვ პრაიდის განცხადებაში.

პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების თქმით, წლევანდელი პრაიდი ზეიმი არ იქნება, რადგან უკრაინა გლობალური ბოროტების წინააღმდეგ იბრძვის.

„ლგბტქი ადამიანები წინააღმდეგობის აქტიური ნაწილი არიან. და თუ ქვიარ ადამიანები საკუთარი ქვეყნისთვის იღუპებიან, სახელმწიფომ ისინი სხვებთან თანასწორი უფლებებით უნდა უზრუნველყოს“, — აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.