დიზაინერმა ადამ ნათანიელ ფურმანმა ბირმინგემის თანამეგობრობის თამაშებისთვის ფერადი ქვიარ მონუმენტის შესაქმნელად თავისი საუცხოო სტილი გამოიყენა. მხიარულ მონუმენტს „ბაბს ბალდაჩინო“ ეწოდება და ის ინგლისში ლგბტქი ადამიანების მხარდასაჭერად და სასიამოვნო მომენტების აღსანიშნად შეიქმნა. ქანდაკება
დიზაინერმა ადამ ნათანიელ ფურმანმა ბირმინგემის თანამეგობრობის თამაშებისთვის ფერადი ქვიარ მონუმენტის შესაქმნელად თავისი საუცხოო სტილი გამოიყენა. მხიარულ მონუმენტს „ბაბს ბალდაჩინო“ ეწოდება და ის ინგლისში ლგბტქი ადამიანების მხარდასაჭერად და სასიამოვნო მომენტების აღსანიშნად შეიქმნა. ქანდაკება თანამედროვე ხელოვნების ფესტივალის “Fierce Festival” ფარგლებში წარმოადგინეს.
ადამი ბრიტანელი მხატვარი და დიზაინერია, რომელიც ლონდონში მოღვაწეობს. მისი ნამუშევრები დღემდე უამრავ ქალაქში გამოიფინა, მათ შორის, ლონდონში, პარიზში, ნიუ-იორკში, მელბურნში, რომში, თელ-ავივში, ვენასა და მუმბაიში.
ქვიარ მონუმენტი თავისი საოცარი ფერადი დიზაინით სტუმრებს საფეხურებზე დასაჯდომად იწვევს. სიტყვა „ბაბი“ ადგილობრივი ტერმინია, რომელიც სიყვარულთან ასოცირდება. “Fierce Festival”-ის სამხატვრო დირექტორმა, აარონ რაიტმა, რომელმაც ბაბის სამკურნალო ბაღების პროგრამა შექმნა, აღნიშნა, რომ „ბაბს ბალდაჩინო“ ფესტივალის ნაწილია და ამ ნამუშევრით სურდათ, ყველასთვის ეცნობებინათ ქალაქის ჰომოფობიურ კოლონიურ ისტორიებზე და ქვეცნობიერად აღეძრათ ადამიანების ინტერესი, რომელთაც შესაძლოა, არაფერი იცოდნენ ამ ისტორიების შესახებ.
Don't Miss
ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ რამდენიმე წლის წინ შედგა რომანით
Otaaraant Queer – თავისუფლება და კემპი დრეგი ჩემთვის ყოველთვის იყო თავისუფლების მთავარი წყარო, გამოხატვის ყველაზე ეფექტური გზა. ყოველთვის, როცა დრეგ
თბილისის კულტურის კვირეული ევროპის დღეებს ეძღვნება და 9-დან 12 მაისის ჩათვლით Factory Tbilisi-ში, კოკა-კოლას ყოფილ ქარხანაში იმართება. კვირეულზე წარმოდგენილია 30-ზე
კომედიური ჟანრის ფილმი “Problemista” 1 მარტს გამოვიდა ეკრანზე. მთავარ როლებს ტილდა სვინტონი და ხულიო ტორესი ასრულებენ. ფილმი მოგვითხრობს სალვადორელი სათამაშოების