ქალები ტექნოლოგიებში

ნანა დიხამინჯია WOMEN IN TECH® EUROPE-ის ფინალისტია

კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორი, ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციების ცენტრის დირექტორი, ნანა დიხამინჯია ახალი ტექნოლოგიური დაჯილდოების — WOMEN IN TECH® EUROPE (ქალები ტექნოლოგიებში ევროპა) 2022 წლის ნომინანტია. ნანა დიხამინჯია, დებორა ჩოი, სესილია მოსზე თამი,

ნანა დიხამინჯია WOMEN IN TECH® EUROPE-ის ფინალისტია

კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორი, ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციების ცენტრის დირექტორი, ნანა დიხამინჯია ახალი ტექნოლოგიური დაჯილდოების — WOMEN IN TECH® EUROPE (ქალები ტექნოლოგიებში ევროპა) 2022 წლის ნომინანტია. ნანა დიხამინჯია, დებორა ჩოი, სესილია მოსზე თამი, ლოლა აქინმადე აკერსტრომი და სტეფანი ნენტა მბიანდა ჯილდოზე წარდგენილნი არიან ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და თანასწორობის გამავრცელებელთა კატეგორიაში.

ტექნოლოგიების მიმართულებით გამორჩეულ ქალ ლიდერებს გამოავლენენ სხვა კატეგორიებშიც: იმედისმომცემი თინეიჯერი, საუკეთესო მხარდამჭერი, Web3-ის (დეცენტრალიზებული ონლაინ ეკოსისტემა, რომელიც ბლოკჩეინზე მუშაობს) განვითარებაში შეტანილი წვლილი, საუკეთესო სტარტაპერი, საერთაშორისო გავლენის მქონე ლიდერი, ცხოვრებისეული მიღწევა.

გარდა ამისა, გამოვლინდება ქალების მიერ დაფუძნებული საუკეთესო კომპანია ყველაზე გავლენიანი ინიციატივის კატეგორიაში.

2022 წლის დაჯილდოების ყველა კატეგორიის ნომინანტების ნახვა Women in Tech-ის ვებგვერდზე შეგიძლიათ.