უკრაინის მხარდასაჭერად

ილუსტრატორების 20 ნამუშევარი ომზე და უკრაინის მხარდასაჭერად

„ჩვენი იარაღი ჩვენი სიმართლეა“ – აღნიშნა ერთ-ერთ გამოსვლაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მართლაც, სიმართლე და სამართლიანობა, ადრე თუ გვიან, აუცილებლად იზეიმებს. ამ მძიმე პერიოდში უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ნებისმიერი ფორმით მხარდაჭერა მნიშვნელოვანია,

ღვინის ქარხანაში უკრაინის მხარდასაჭერად საქველმოქმედო მარკეტი იმართება

9 და 10 აპრილს, 14:00 საათიდან, ღვინის ქარხანაში უკრაინის მხარდასაჭერად საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება. თუ შაბათ-კვირის სასიამოვნოდ გატარება, ლამაზი ნივთების შეძენა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა გსურთ, ეს ღონისძიება არ უნდა გამოტოვოთ. „ამ მძიმე ამბების ფონზე, მნიშვნელოვანია, ჩვენი მხრიდან ჰუმანიტარულ დახმარებას სისტემატური

უკრაინელი ფოტოგრაფების საქველმოქმედო ფოტო-პროექტი უკრაინის დასახმარებლად

26-27 მარტს უკრაინელმა ფოტოგრაფებმა მარინა კარპიიმ და ევგენი ეფანოვმა გააკეთეს პროექტი, რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება.

ღვინის ქარხანაში უკრაინის მხარდასაჭერად საქველმოქმედო მარკეტი იმართება

9 და 10 აპრილს, 14:00 საათიდან, ღვინის ქარხანაში უკრაინის მხარდასაჭერად საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება.

თუ შაბათ-კვირის სასიამოვნოდ გატარება, ლამაზი ნივთების შეძენა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა გსურთ, ეს ღონისძიება არ უნდა გამოტოვოთ.

„ამ მძიმე ამბების ფონზე, მნიშვნელოვანია, ჩვენი მხრიდან ჰუმანიტარულ დახმარებას სისტემატური სახე მივცეთ“ — ღვინის ქარხანა

ღონისძიების მიზანი ჰუმანიტარული ტვირთის შესაძენად თანხის შეგროვება, არსებულ რესურსებთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელება-გაცვლა, საქართველოში მყოფი უკრაინელების მხარდაჭერა და  უკრაინისთვის ორგანიზაციების, ინდივიდების, ბიზნესების გაერთინებაა.

ადგილზე დაგხვდებათ საუკეთესო ქართული ვენდორები, ფუდმარკეტი, ღვინო და კოქტეილები, სახალისო აქტივობები ბავშვებისათვის და რაც მთავარია – უკრაინული მუსიკა.

შემოსული თანხა უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეძენას მოხმარდება.

ილუსტრატორების 20 ნამუშევარი ომზე და უკრაინის მხარდასაჭერად

„ჩვენი იარაღი ჩვენი სიმართლეა“ – აღნიშნა ერთ-ერთ გამოსვლაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მართლაც, სიმართლე და სამართლიანობა, ადრე თუ გვიან, აუცილებლად იზეიმებს. ამ მძიმე პერიოდში უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ნებისმიერი ფორმით მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, აუცილებელია ინფორმაციულ ომში უპირატესობის მოპოვება. სწორედ ამიტომ შეიქმნა პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ილუსტრატორებს სხვადასხვა ქვეყნიდან საკუთარი შემოქმედების მეშვეობით უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა შეუძლიათ.

ამ სტატიაში გთავაზობთ ილუსტრატორების 20 ნამუშევარს, რომლებიც ერთი მთავარი თემის – უკრაინის გარშემოა გაერთიანებული.

 


 

უკრაინა აღდგება

Cláudia H. Abrantes

 

გაერთიანების დროა

Medilė Šiaulytytė

 

გაუტეხელი უკრაინა

Albina Kolesnichenko

 

ლურჯი ფერი

David Bou

 

რუსეთო, გაიღვიძე!

Rute Marta Jansone

 

ყველაზე ცუდი დაბადების დღე

Esli Rosales

 

შეაჩერე ომი 

Jón Ingiberg Jónsteinsson

 

ვინ არის შემდეგი?

Vakarė Kundrotaitė

 

ყველაფრის შემდეგ

David Bou

 

კიევის მოჩვენება

Liudas Barkauskas

 

ის შენი თავისუფლებისთვის იბრძვის

Miglė Kartanaitė

 

უკრაინის გმირები

Eglė Narbutaitė

 

შეაჩერე ომი

Linda Valere Valere

 

პუტინ, ჩვენ გითხარით, სადაც წასულიყავი

Gintarė Razmaitė

 

სოლიდარობა უკრაინას

Jeanine Soares

 

დამირეკე

Nikita Druzinins

 

რასაც დათესავ, იმას მოიმკი

Roy Smith

 

არ არსებობს სახლის მსგავსი ადგილი

Polina Khrystoieva

 

ომი ყოფს ოჯახებს

Doriana Mărășoiu

 

დიდება უკრაინას

Barbora Besh

 


 

უფრო მეტი ილუსტრაციის სანახავად, ან თქვენი ნამუშევრების განსათავსებლად, ეწვიეთ ვებგვერდს.

უკრაინელი ფოტოგრაფების საქველმოქმედო ფოტო-პროექტი უკრაინის დასახმარებლად

26-27 მარტს უკრაინელმა ფოტოგრაფებმა მარინა კარპიიმ და ევგენი ეფანოვმა გააკეთეს პროექტი, რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება. Keep Reading