ტრანსინკლუზია

The Sims ტრანსინკლუზიური განახლებით ბაინდერებსა და მასტექტომიის იარებს დაამატებს

თამაში სიმსები პერსონაჟების პერსონალიზაციის ახლად დამატებული ვარიანტებით კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რამდენად მარტივია ადამიანების სხვადასხვა ნიშნით რეპრეზენტაცია. Developer Electronic Arts-მა (EA) 31 იანვარს გამოაცხადა, რომ თამაშს ემატება ტრანსინკლუზიური პერსონალიზაციის ვარიანტები, კერძოდ, მასტექტომიის (ძუძუს

The Sims ტრანსინკლუზიური განახლებით ბაინდერებსა და მასტექტომიის იარებს დაამატებს

თამაში სიმსები პერსონაჟების პერსონალიზაციის ახლად დამატებული ვარიანტებით კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რამდენად მარტივია ადამიანების სხვადასხვა ნიშნით რეპრეზენტაცია.

Developer Electronic Arts-მა (EA) 31 იანვარს გამოაცხადა, რომ თამაშს ემატება ტრანსინკლუზიური პერსონალიზაციის ვარიანტები, კერძოდ, მასტექტომიის (ძუძუს მოკვეთა) ნაწიბურები, მკერდის ბაინდერესები და მომდგარი ტანსაცმელი (shapewear), რომელსაც ტრანსგენდერი კაცები მკერდის არეის მეტად ბრტყლად გამოსაჩენად იყენებენ.

აღნიშნული განახლება კონკრეტული კამპანიის ნაწილია და ტრანსინკულუზიური თამაშის გმირების დანერგვას უკავშირდება, რომლის განსახორციელებლადაც თამაშის შემქმნელები ცვალებად ნაცვლასახელებსა (she/he/they) და სხეულის ნაწილების შერჩევას ასახელებენ.

“ძალიან ბევრი ახალი რამ გვაქვს ამ გამოშვებით და ერთი სული გვაქვს, როდის გეტყვით ამის თაობაზე,” — წერს EA განახლების შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პერსონალიზაციის ახალი ვარიანტები სამ სხვადასხვა კატეგორიაში თავსდება. ესენია: სამედიცინო დანიშნულების ნივთები, მკერდის მოკვეთის ოპერაციის იარები და მომდგარი ტანსაცმელი.

სამედიცინო ტანსაცმელს შორისაა სმენის აპარატები, გლუკოზის მონიტორები, მკერდის ბაინდერები და მომდგარი ტანსაცმელი, ტოპით, საცვლითა და ბაინდერით.

მკერდის ქირურგიული ოპერაციის იარები ხელმისაწვდომია მასკულინური სხეულის ტიპის პერსონაჟებისთვის და აჩვენებს იმ ნაწიბურებს, რომლებიც პროცედურის შედეგად რჩება. აღნიშნულ ოპერაციას ხშირად მიმართავენ ტრანსგენდერი კაცები და არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანები.

ცვლილებები თამაშის ქვიარ ფანებმა დადებითად შეაფასეს. ზოგიერთი მომხმარებელი კი აცხადებს, რომ კარგი იქნებოდა შშმ პირების შესაბამისი რეპრეზენტაციაც, მათ შორის, მოძრაობის დამხმარე საშუალებებისა და სხვა ტიპის სამედიცინო აღჭურვილობების დამატება.

სიმსების შექმნელებმა ქვიარინკლუზიური პერსონალიზაციის ვარიანტების დამატება 2016 წლიდან დაიწყეს — მას შემდეგ, რაც თამაშის გმირებს ნებისმიერი ტიპის სხეულზე ნებისმიერი ტიპის ტანსაცმლის ტარების უფლება მისცეს. მოგვიანებით კომპანიამ ქვიარ გეიმერებისთვის პერსონალიზაციისთვის უამრავი სხვა ვარიანტი დაამატა, რათა მათი სექსუალობა და გენდერული იდენტობა ჯეროვნად ყოფილიყო რეპრეზენტირებული.